Code de conduite Georgian 2023
მოქცევის კოდექსი GROUPE ADP
მოქცევის კოდექსი GROUPE ADP
PÉRIMÈTRE GROUPE ADP
V2 – 07/2023
V2 – 07/2023
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲡ, ᲙᲝᲚᲔᲒᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘᲡᲐᲓᲛᲘ ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲩᲔᲜᲐ
მაგალითად :
მაგალითად :
ჩემი უშუალო მენეჯერი მუდმივად აკრიტიკებს და აკნინებს ერთერთი კოლეგის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რითიც სრულად დააკარგინა მას საკუთარი თავისადმი რწმენა, თუმცა ადრე იგი პატივცემული და აღიარებული იყო თავისი კარგი მუშაობის გამო.
ერთერთმა კოლეგამ გადაწყვიტა უარი ეთქვა კონკრეტული მომწოდებლის არჩევაზე, თუმცა იგი თითქოს ყველა ჩვენს მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ჩემი კოლეგის მიერ გაკეთებული ხშირი კომენტარებიდან გამომდინარე ვეჭვობ, რომ
ჩვენი თანამშრომლებისადმი პატივისცემის გამოჩენა აუმჯობესებს მათ კეთილდღეობას და ხელს უწყობს ჩვენს წარმატებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გვახსოვდეს, როცა ვიბრძვით დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ. ჩვენი პარტნიორებისადმი ერთნაირი პატივისცემის გამოჩენა ამაღლებს ნდობისა და თანამშრომლობის ხარისხს.
ეს გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯერის ეროვნებას უნდა უკავშირდებოდეს.
რა შემიძლია მოვიმოქმედო?
როგორ უნდა მოვიქცე?
ხელმძღვანელის მოვალეობათა
მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საკუთარი გუნდის წახალისება და მოტივირება. ამას გარდა, ხელმძღვანელს ევალება ობიექტური და სამართლიანი მიდგომის ქონა თითოეული კოლეგისადმი. მენეჯერი მაგალითს იძლევა და ამკვიდრებს და მოეთხოვება, რომ საკუთარი გუნდის წევრებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად პატივისცემით და თანასწორად უდგებოდეს. სექსუალური შევიწროების ფაქტისა ან თავად გახდით მისი მსხვერპლი, ნუ შეინახავთ აღნიშნულ ფაქტს საიდუმლოდ, განიხილეთ თქვენს კადრების განყოფილების წარმომადგენელთან ან ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერთან. თუ მოწმენი გახდით ფსიქოლოგიური და/ ან
დისკრიმინაცია კანის ფერის, ეროვნებისა და ეთიკური წარმომავლობის საფუძველზე მიუღებელი და აკრძალულია. ასეთი შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში მათ შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს მენეჯერს, შესაბამის პირს კადრების განყოფილებიდან ან თქვენს ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს.
საუკეთესო პრაქტიკა ჩვენი თანამშრომლებისა და კოლეგებისადმი ყურადღების გამოჩენა და სამართლიანი მოპყრობა. ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ნდობასა და დიალოგის რეჟიმს ჩვენს გუნდებში წარმოქმნილი სენსიტიური საკითხების უკეთესი მართვის მიზნით. მაგ., საკითხების პირდაპირ განხილვის წახალისება ელ-ფოსტის მეშვეობით განხილვის სანაცვლოდ, შეძლების და გვარად სწრაფად ელ-ფოსტაზე გასაგები და თავაზიანი წერილების მიწერა, სამუშაო საათების შემდეგ ელ-ფოსტაზე წერილების იშვიათად გაგზავნა გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. გამოიჩინეთ პატივისცემა: თქვენი კოლეგების, პარტნიორებისა და მომხმარებლებისადმი იქონიეთ ისეთი მიდგომა, როგორიც შეესაბამება ჯგუფის ძირითად ვალდებულებებს. დისკრიმინაციისა თუ შევიწროების ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს მენეჯერს ან ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს. აცნობეთ ჩვენს პარტნიორებს ეთიკის კუთხით დადგენილი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ვალდებულებების შესახებ და მზად იყავით მათთან აღნიშნულთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
გაითვალისწინეთ!
თვალი ადევნეთ გარემოებებსა და მინიშნებებს იმის თაობაზე, რომ კოლეგები შესაძლოა არაკომფორტულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ. აღმოაჩინეთ ჩვენი პარტნიორების მიერ ჩვენი ეთიკის პრინციპების დარღვევის შემთხვევები და უზრუნველყავით მათი შემსუბუქება. მკაცრად აკრძალულია პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია, განსაკუთრებით სამსახურში აყვანისა თუ დაწინაურების პროცესში. იმგვარი მოქმედება, რომელიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც შევიწროვება ან სექსისტური ქმედება.
ᲡᲐᲤᲠᲐᲜᲒᲔᲗᲘᲡ ᲙᲐᲜᲝᲜᲘᲗ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲔᲑᲘ ᲓᲘᲡᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲪᲘᲐ : • 3 წლამდე პატიმრობა და ფულადი ჯარიმა - 45,000 ევროს ოდენობით ᲨᲔᲕᲘᲬᲠᲝᲔᲑᲐ : • 3 წლამდე პატიმრობა და ფულადი ჯარიმა - 45,000 ევროს ოდენობით
34
35
Made with FlippingBook - professional solution for displaying marketing and sales documents online