Code de conduite Georgian 2023

Publication animée

ეთიკა & შესაბამისობა

GROUPE ADP ქცევის კოდექსი

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

რედაქტორისგან

ᲠᲐᲨᲘ ᲡᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ GROUPE ADP-Ს ᲔᲗᲘᲙᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ

ეთიკურ ქცევაზე ორიენტირება- ნიშნავს სწორი კურსით სვლას !

ეთიკა&შესაბამისობა: ჩვენეული განმარტება

Groupe ADP-თვის ეთიკა და შესაბამისობა გულისხმობს ორივეს: შესაბამისობას კანონებთან და რეგულაციებთან და შესაბამისობას ჩვენს ღირებულებებთან.

Groupe ADP– სთვის ეთიკა და შესაბამისობა გულისხმობს ფასეულობების და იმ ქვეყნების კანონებისა და რეგულაციების დაცვას, სადაც ჯგუფი იმყოფება. პროცედურებში ცვლილებების განხორციელების მიზნით ეთიკა და შესაბამისობა პირველ რიგში მტკიცედ უნდა იყოს გამოხატული კულტურული ხასიათის ცვლილებებით. მნიშვნელოვანია, თითოეული თანამშრომლის მზაობა კარი გაუღოს კულტურულ ცვლილებებს და იხელმძღვანელოს Groupe ADP-ის ღირებულებებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. იხელმძღვანელო სწორი ეთიკის პრინციპებით ნიშნავს სწორ გზაზე დგომას!

ე ეთიკა და შესაბამისობა წარმოშობს პერფომანსის ტოლფასია! სწორედ მისი დამსახურებაა ჩვენი არაფინანსური რეიტინგის 12 - 18%, რადგან ის უშუალო გავლენას ახდენს ჩვენი ზრდა/ განვითარების პოტენციალზე. G roupe ADP– სთვის ეთიკა და შესაბამისობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენი ბიზნეს საქმიანობის სავაჭრო ნიშანს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამ მიზნით, Groupe ADP ახორციელებს გლობალურ პროგრამას, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ინფორმაციაზე, ინფორმირებულობაზე და ტრენინგებზე, როგორც საკვანძო საშულებებზე, რომლებიც დაგეხმარებათ დანერგოთ და გაატაროთ ეს მიდგომები თქვენს ყოველდღიურ საქმიანობებში. ეთიკისა და შესაბამისობის ძლიერი პროგრამა ხელს უწყობს დადებითი კორპორატიული იმიჯის შენარჩუნებას და ამავდროულად ზღუდავს რისკებს, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ჯგუფი. ამრიგად, ეს წარმოადგენს ნდობის ფაქტორს ჩვენი თანამშრომლებისთვის, ჩვენი მომხმარებლებისთვის და ჩვენი ნდობას, ამიტომაც ჩვენი Group-ისთვის და მისი პარტნიორებისთვის ეს წარმატებული

ამ კოდექსში ჩამოყალიბებული პრინციპები მიზნად ისახავს დაეხმაროს თითოეულ დასაქმებულს ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში. ჩვენეული ეთიკისა და შესაბამისობის წესები ეფუძნება სამ ფუნდამენტურ პრინციპს, რითიც უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინარული ქმედებები. ამრიგად, უაღრესად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სენსიტიური სიტუაცია განიხილოთ თქვენს მენეჯერებთან, ან ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერთან (იხილეთ გვერდი 36). ამ საკითხებზე ფიქრი და მსჯელობა გადამწყვეტი ნაბიჯებია სწორი რეაგირებისთვის და სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად, აგრეთვე პოტენციურად სარისკო სიტუაციების გამოვლენისა და მათი შესაბამისი მართვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ერთად, შეგვიძლია დავეხმაროთ კომპანიას, რომ გაიზარდოს და განვითარდეს. ამ პროცესებში ჩვენი ჩართულობა გრძელდება! ნებისმიერი დასაქმებული და ნებისმიერი ის პირი, რომელიც მოქმედებს კომპანიის სახელით ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ პრინციპებით, მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ კომპანიაში მათი როლისა. დასაქმებულებს აგრეთვე მოეთხოვებათ უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული პირების მიერ ამ პრინციპების დაცვა. სამუშაოს შესრულებისას: პასუხისმგებლობა, პატიოსნება და პატივისცემა.

ერთგულება: ორმხრივი ვალდებულება

შრომითი ხელშეკრულების გაფორმება (განუსაზღვრელი/განსაზღვრული ვადით, სტაჟირების შესახებ ხელშ. და ა.შ.) თანამშრომელს და დამსაქმებელს, ორივეს აკისრებს ერთგულების ვალდებულებას, რაც გულისხმობს, რომ ორივე მხარეს მოეთხოვება განუხრელად შეასრულოს საკუთარი სამუშაო. ერთგულების ვალდებულება: • მთლიანი ვადის განმავლობაში, სამუშაოს შეწყვეტის, შვებულებისა და დღესასწაულების ჩათვლით; • ეხება ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ ყველა მუშაკს, • გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა პირობაა გათვალისწინებული დასაქმების ხელშეკრულებით.

მაგალითად ქმედებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი ზიანი და რომელსაც ახორციელებს რომელიმე მხარე- დასაქმებული (არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა მის დამქირავებებელს, მომხმარებელს, პარტნიორს, მომწოდებელს და ა.შ., არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, არ იტვირთოს კონკურენტული სამუშაო წინასწარი ნებართვის გარეშე და ა.შ.) ან დამსაქმებელი (გადაიხადოს სახელფასო დავალიანება და დაიცვას ხელფასის ანაზღაურების ვადები, უზრუნველყოს თანამშრომლები შეთანხმებული სამუშაოთი, უზრუნველყოს თანამშრომლები საკმარისი რესურსებით რათა თანამშრომლებმა შესძლონ მათთვის და დაკისრებული სამუშაოს შესრულება ა.შ.)

მომწოდებლებისთვის, ასევე კარგი მმართველობის გარანტია ჩვენი პარტნიორებისთვის.

მოვალეობაში განსაზღვრულია ქმედებების ფართო სპექტრი,

codeofconduct.groupeadp.fr

2

3

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

ეთიკა & შესაბამისობა: რისკები ეთიკა და შესაბამისობა საყოველთაო მოთხოვნაა დღევანდელ ბიზნეს საქმიანობაში. ანალოგიურად, ეთიკისა და შესაბამისობის დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ბაზრებიდან (მსოფლიო ბანკი და ა.შ.) ჩვენი გარიცხვა ანდა დაწესებულ იქნეს აკრძალვები გარკვეული ბანკებიდან სესხის აღებაზე ჩვენი ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ყველა ჩვენი პარტნიორი დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენს მიდგომას ეთიკისა და შესაბამისობის მიმართ. პასუხისმგებლობისა და სტუმართმოყვარეობის ღირებულებები ჯგუფის წარმატების ფაქტორებია. თითოეული თანამშრომელი არის ამ პროცესის აქტიური მონაწილე და ასრულებს ჩვენი ეთიკის კულტურის ელჩის როლს საკუთარ დონეზე და საკუთარი მისიის ფარგლეფში. თითოეული თანამშრომლის ეს პასუხისმგებლობა ჯგუფის სიძლიერეა: ეს არის ძლიერიმარკერი, რომელიც აძლიერებს მის პერფორმანსს. ამიტომ

ამ კოდექსის წესები უნდა გამოიყენოს თითოეულმა თანამშრომელმა და ნებისმიერმა პირმა, რომელიც მოქმედებს კომპანიის ინტერესებით ან მისი სახელით (ქვეკონტრაქტორები და ა.შ.). სტუმართმოყვარეობა ასევე ეთიკური კულტურის მთავარი საკითხია. ეს ღირებულება პირველ რიგში გუნდებში უნდა იყოს განხორციელებული და შემდეგ აღქმული ჩვენი მგზავრების მიერ ჩვენს პლატფორმებზე. ჩვენი ეთიკისა და შესაბამისობის მექანიზმის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ Groupe ADP ის ყველა თანამშრომელი, არამედ თვით კომპანია. ეთიკის ზოგიერთმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯარიმების დაწესება კომპანიისთვის და მისი თანამშრომლებისთვისაც. ჩვენი ეთიკისა და შესაბამისობის მექანიზმის მიზანია დავიცვათ არა მხოლოდ კომპანია, არამედ Groupe ADP– ის ყველა თანამშრომელი.

კორუფციის გამო სანქციების მაგალითი

• AIRBUS CONDEMNATION: $2,9 მილიარდი 2020 წელს

ქცევის კოდექსი: დასაბუთება და გამოყენება Groupe ADP-ს უაღრესად მომთხოვნ გარემოში უწევს ოპერირება, ამიტომ, სულ მცირე შეცდომაც კი შესაძლოა კომპანიას ძალიან ძვირი დაუჯდეს (მაგალითად, ჯარიმები, დაპატიმრება, ბიზნეს სანქციები, რეპუტაციის შებღალვა და ა.შ.). ამიტომ Groupe ADP-მ გადაწყვიტა მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ქცევის წესები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოიცავს ყველა შესაძლო შემთხვევას, ემსახურება კომპანიისა და მისი თანამშრომლების დაცვას. ეს ქცევის კოდექსი ვრცელდება ყველა Groupe ADP- ის თანამშრომელზე. კოდექსის მიზანია ყურადღების გამახვილება ეთიკის ძირითად საკითხებზე კონკრეტული მაგალითების მოყვანით, რაც ჩვენს თანამშრომლებს დაეხმარებათ გაითავისონ ეს პრინციპები და გამოიყენონ ისინი საკუთარ ყოველდღიურ საქმიანობაში.

ეთიკისა & შესაბამისობის პროგრამა: განვითარება და სწორი კურსით სიარული ეთიკის, მონაცემთა დაცვის, იურიდიული საკითხებისა და დაზღვევის განყოფილებები ჯგუფის დონეზე ერთად მუშაობენ პროგრამის მართვისას. ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას პროგრამის დანერგვის ეტაპზეც ჩვენი შვილობილი კომპანიების ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერი პირების მხარდაჭერითა და იმ საიმედო თანამშრომლებთან კოლაბორაციით, რომლებიც ურთიერთგადამკვეთი კულტურების წარმომადგენლები არიან. ვის მიმართოთ კითხვების არსებობის შემთხვევაში და სენსიტიურ სიტუაციებში მნიშვნელოვანია გაგვიზიაროთ შეშფოთება კონკრეტული კითხვების გაჩენის ან სენსიტიურ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში! მიმართოთ კონკრეტულ პირებს და განიხილოთ ეს საკითხები, რადგანაც მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი რისკების აღმოჩენა, რაც დაგვეხმარება თქვენს მენეჯერთან ერთად სათანადო გამოსავლის მოძებნაში (იხ. გვერდები 36). ჩვენ აგრეთვე ჩამოვაყალიბეთ „განგაშის“ სისტემა **, რომელსაც გაეცნობით „განგაშის სისტემის“ პლატფორმაზე.

კონტროლის ფარგლებში,განურჩევლად მისი ხასიათისა და სახეობისა (შიდა კონტროლი, აუდიტი, შიდა გამოძიება, ხელისუფლების მიერ კონტროლი...), თითოეული ჩართული თანამშრომელი მზად უნდა იყოს თანამშრომლობისთვის და აქტიურად უნდა ითანამშრომლოს.

** https://alert.groupeadp.fr

4

5

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

გარდა ზემოთქმულისა, Groupe ADP-მა, Aéroports de Paris SA-მ და TAV Airports-მა 2003 წელს ხელი მოაწერეს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპს, რომელზედაც ისინი ეყრდნობიან საკუთარი პოლიტიკის განვითარების პროცესში.

გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი

გარემოს დაცვა გარემოსდაცვითი გამოწვევებისადმი პრევენციული მიდგომის მხარდაჭერა საკუთარ თავზე ინიციატივების აღება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა ხელშეწყობა გარემოს მიმართ მეგობრული ტექნოლოგიების განვითარებასა და გავრცელებაში. კორუფციასთან ბრძოლა კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ მუშაობა, ფულის გამოძალვისა და მექრთამეობის ჩათვლით.

ადამიანის უფლებები საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების მხარდაჭერა და პატივისცემა. დარწმუნდით, რომ ადგილი არა აქვს თანამონაწილეობას ადამიანის უფლებების დარღვევაში. შრომითი უფლებები ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას და აღიაროს უფლება კოლექტიური მოლაპრაკებების შესახებ. დისკრიმინაციის აღმოფხვრა დასაქმებისა და პროფესიის სფეროში. ბავშვთა შრომის ეფექტურად აღკვეთის უზრუნველყოფა. ყველა ფორმის იძულებითი და სავალდებულო შრომის აღკვეთა.

1

7

შინაარსი

შესაბამისობა კანონებთან და რეგულაციებთან .......................................... 8 ბრძოლა თაღლითობასთან ......................................................................................................... 10 კორუფციის პრევენცია .................................................................................................................... 12 გავლენებით ვაჭრობის პრევენცია ................................................................................. 16 საჩუქრების, მასპინძლობის დასხვა სარგებლის კონტროლი .................................................................................................................... 18 ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამოვლენა და გადაწყვეტა ......................................................................................................... 20 პარტნიორების მიერ კოდექსის დაცვა . ................................................................... 22 პირადი მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვა ....................................... 23 თავისუფალი კონკურენციის პრინციპის დაცვა და გატარება შეთქმულებებისა და იძულების პრაქტიკა ......................................................... 28 თანამშრომლების, კოლეგებისა და პარტნიორების პატივისცემა ................................................................................................... 34 სენსიტიური სიტუაციების მართვა ................................................................................ 40 გლოსარი . ................................................................................................................................................................ 42

2

8

9

3

4

10

5

6

6

7

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

მაგალითად :

მაგალითად :

ᲙᲐᲜᲝᲜᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲔᲒᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ

ცოტა ხნის წინ დამაწინაურეს. ჩემი ახალი სამუშაო ეხება აეროპორტის საქმიანობის მენეჯმენტს, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების ხელმისაწვდომობას და ჩემმა გუნდმა უბრალოდ მაცნობა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ კონკრეტული რეგულაცია, რომელსაც არ ვიცნობ.

მე გახლავართ ტერმინალის უშიშროების მენეჯერი. საჯარო თანამდებობის პირმა მთხოვა, ჩემი პროცედურები გავწერო ისე, რომ სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლების გატარება უსაფრთხოების საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოხდეს მხოლოდ მათ უნიფორმაზე დაყრდნობით, ბეჯის წარმოდგენის ვალდებულების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური ინსტრუქცია მოქმედ რეგულაციებში ვერსად მოვიძიე, მაინც დავეთანხმე

ეთიკა მჭირდო კავშირშია კანონებისა და რეგულაციების დაცვასთან. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულებისას თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება კანონებისა და რეგულაციების, ისევე როგორც ხელშეკრულებით გაწერილი საკუთარი მოვალეობების ზედმიწევნით შესრულება.

როგორ უნდა მოვიქცე?

მოთხოვნას, რადგან ეს მოდიოდა მთავრობის დეპარტამენტისგან.

სიტუაცია უნდა განიხილოთ თქვენს მენეჯერთან და სთხოვოთ იურიდიულ განყოფილებას მოგაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.

არის თუ არა სწორი ჩემი გადაწყვეტილება?

საუკეთესო პრაქტიკა  განიხილეთ თქვენს მენეჯერთან რა იურიდიული ცოდნა გჭირდებათ თქვენს პოზიციაზე.  თუ თქვენი პოზიცია ამას მოითხოვს, გაეცანით მინიმუმ შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების საფუძვლებს.  გამოიყენეთ თქვენი კომპანიის სამართლებრივი მონიტორინგის ინსტრუმენტი*, თუ ეს შესაძლებელია, ან / და მიიღეთ ინფორმაცია იურიდიული განყოფილებისგან.  შეასრულეთ შესაბამისი მითითებები.** თუ ეჭვი გეპარებათ დოკუმენტის კანონიერებაში, დაიცავით შემდეგი პროცედურები:  განიხილეთ საკითხი თქვენს მენეჯერთან და თქვენს განყოფილებაში მომუშავე კოლეგებთან.  საკითხიდან გამომდინარე დაუკავშირდით იურიდიულ განყოფილებას, Group-ის ეთიკისა და შესაბამისობის განყოფილების ოფიცერს, და/ან თქვენი ადამიანური რესურსების სამსახურის მენეჯერს. გაითვალისწინეთ!

თუ ამ ტიპის გამონაკლისი არ არის გათვალისწინებული კანონით, სახელმწიფო მოხელეს უფლება არა აქვს მოითხოვოს იგი. ოფიციალური პირის მოთხოვნის შესრულებით დაარღვევთ კანონს და საფრთხეს შეუქმნით კომპანიას. თქვენ უნდა დაუკავშირდეთ იურიდიულ საკითხთა განყოფილებას, რომელიც გაცნობებთ თუ არსებობს მსგავსი კანონი და დაგეხმარებათ საჯარო მოხელისთვის პასუხის მომზადებაში.

ფოკუსი: საერთაშორისო სანქციები

დადებითი რეგულაციებთან შესაბამისობა იძლევა რისკების ეფექტური მართვის საშუალებას და იცავს თანამშრომლებს ეტიკური პრინციპების ნებისმიერი ფორმის დარღვევისგან. უკიდურესად აუცილებელია შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიიორების ნდობა ჩვენს საქმიან ურთიერთობებში, რომლებიც დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე.

საერთაშორისო სანქციები (ან ემბარგო) შეიძლება დაუწესდეს გარკვეულ ქვეყნებს, ინდივიდებს ან სექტორებს. შესაბამისად, ჯგუფის ყველა თანამშრომელი ვალდებულია გამოიყენოს ჯგუფის საერთაშორისო სანქციების პროცედურა. საერთაშორისო სანქციების რეგულაციების ნებისმიერმა შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სისხლის სამართლის ჯარიმები თანამშრომლისთვის და ჯგუფისთვის. ამიტომ აუცილებელია დაუკავშირდეთ იურიდიულ დეპარტამენტს და ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს ნებისმიერი პროექტის დაწყებამდე ან კხელშეკრულების დადებამდე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

მკაცრად აკრძალულია  ნებისმიერი იურიდიული რისკის

შემცველი გადაწყვეტილების მიღება, თქვენს მენეჯერთან ან იურიდიულ განყოფილებასთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.  ვალდებულების აღება ან კომპანიის რაიმე ვალდებულებისადმი დაქვემდებარება, როდესაც არსებობს ეჭვი კომპანიის ან მისი პარტნიორების მიერ კანონებისა და წესების დაცვასთან დაკავშირებით.

8

9

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

ᲑᲠᲫᲝᲚᲐ ᲗᲐᲦᲚᲘᲗᲝᲑᲐᲡᲗᲐᲜ

მაგალითად :

Par exemple :

თაღლითობა არის შეუსაბამო ან არაკანონიერი სარგებლის მისაღებად ჩადენილი საქციელი. თაღლითობა შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საგანი; თაღლითობის მაგალითებია: ქურდობა, გამოძალვა, გაფლანგვა, ნდობის ბოროტად გამოყენება, მოპარულის დამალვა, დანაშაულის/ან დამნაშავის დამალვა, ფულის გათეთრება, კორუფცია (იხ. გვერდი 12), გავლენებით ვაჭრობა (იხ. გვერდი 16), ფავორიტიზმთან დაკავშირებული დანაუშაული, არამართლზომიერი ინტერესის გამოჩენა, საჯარო სახსრების მითვისება, კომპანიის შიგნით უკანონო გარიგებებში შესვლა ან კომპანიის აქტივების ბოროტად გამოყენება, იძულება, ძალადობრივი ქმედება (იხ. გვერდი 28), ობსტრუქციონისტული მანევრებით სახელის/პირადობის მითვისება, საჯარო ქონების მითვისება/ხელში ჩაგდება.

მე წასული ვარ სახლიდან შორს მივლინებაში. მსურს ჩემს შვილებს ვუყიდო საჩუქარი. რომლის საყიდლადაც ვიყენებ Groupe ADP-ის საბანკო ბარათს.

მე გახლავართ ბუღალტერი. ერთ პარასკევ საღამოს 4 საათზე შემოვიდა ზარი უცნობი პირისგან, რომელმაც განაცხადა რომ იყო კომპანიის გენერალური დირექტორი და მომთხოვა დაუყოვნებლივ გადამერიცხა ფული მის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

მისაღებია ეს საქციელი?

უნდა შევასრულო ეს მითითება?

ეს არის ნდობის ბოროტად გამოყენება. კომპანიის საბანკო ბარათის გამოყენება მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის არის დაშვებული.

ეს შესაძლოა იყოს თაღლითობის მცდელობა, ზოგადად უკვე ცნობილი , როგორც “CEO fraud” („თაღლითობა: -„დირექტორი ვარ““). საჭიროა დავრწმუნდე და მივყვე სათანადო პროცედურებს, მათ შორის: ვაცნობო ჩემს მენეჯერს ამის შესახებ და განვახორციელო ვალიდაციის შესაბამისი პროცედურები.

გაითვალისწინეთ!

საუკეთესო პრაქტიკა

 თაღლითობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ მენეჯერს, თქვენს იურიდიულ განყოფილებას ან Group-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს. მკაცრად აკრძალულია  კომპანიის პროცედურების უგულვებელყოფაზე დათანხმება.

თაღლითობის პრევენციისთვის ყველა თანამშრომელი უნდა იყოს პროაქტიული  შეასრულეთ ყველა მოქმედი ინსტრუქცია და პროცედურა  დაიცავით კომპანიის აქტივები და ინვენტარი (ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და ა.შ.).  აკონტროლეთ ყველა ქმედება და შეინახეთ ყველა დამხმარე დოკუმენტაცია.

10

11

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

ᲙᲝᲠᲣᲤᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲐ კორუფცია გულისხმობს ნებისმიერი საჯარო ან კერძო პირებისათვის უპირატესობის (საჩუქრების, სტუმართმოყვარეობის, ფულის, ინფორმაციის, მომსახურებისა და ა.შ.) მინიჭებას, რათა აიძულონ ისინი იმოქმედონ ან თავი შეიკავონ მოქმედებისგან. კორუფცია შეიძლება იყოს აქტიური (მომსყიდველის მხრიდან) ან პასიური (იმ პირის მხრიდან, ვისი მოსყიდვაც ხორციელდება). მხოლოდ განზრახვაც საკმარისია იმისთვის, რომ მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაცია! ასეთ დროს პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მარტო კორუფციის უშუალო მონაწილე მხარეებს (მომსყიდველსა და მოსყიდულს) არამედ: საწარმოსა და მის წარმომადგენლებსაც. ამასთან, კორუფცია აზიანებს საწარმოს რეპუტაციას. კორუფციის ეფექტური პრევენციის მიზნით საწარმოს თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება შემდეგი პრინციპების გაცნობა და გამოყენება: არანაირი კომპრომისი ამ პრინციპების შესაბამისობასთან დაკავშირებით არ დაიშვება. Groupe ADP ყოველთვის დაუჭერს მხარს იმ ეთიკურ თანამშრომლებს, რომლებიც უარს ამბობენ კორუფციულ გარიგებებზე ან რაიმე ფორმით ქრთამის აღებაზე. საუკეთესო პრაქტიკა მკაცრად აკრძალულია

მაგალითად :

მაგალითად :

ვმუშაობ აეროპორტში. ადგილობრივი ავიაკომპანის მენეჯერი მთავაზობს უფასო მგზავრობას, ან ეკონომ ბილეთის ბიზნეს კლასზე გადაცვლას იმ პირობით თუ სამუშაოზე ავიყვან მის ვაჟიშვილს.

მე გახლავართ ბარგის დამუშავების ექსპერტი. ბარგის მომსახურების სისტემების მოწყობილობების მომწოდებელი მთავაზობს VIP ადგილებს სპორტულ ღონისძიებაზე, იმ პირობით თუ მივაწვდი მას ჩვენი დამუშავების სისტემის ტექნიკურ მონაცემებს.

ეს მისაღებია?

ეს მისაღებია?

ეს არის მოქრთამვის მცდელობა, რაც ისჯება კანონით და Groupe ADP-ის რეგულაციებით. მე უარს ვამბობ ამ შეთავაზებაზე. აგრეთვე ვატყობინებ ჩემს მენეჯერს ან ეთიკისა და შესაბამისობბის ოფიცერს ამის შესახებ.

ეს არის მოქრთამვის მცდელობა, რაც ისჯება კანონით და Groupe ADP-ის რეგულაციებით. მე უარს ვამბობ ამ შეთავაზებაზე. აგრეთვე ვატყობინებ ჩემს მენეჯერს ან ეთიკისა და შესაბამისობბის ოფიცერს ამის შესახებ.

 ქრთამის, საჩუქრის, მომსახურებების, მასპინძლობის შეთავაზების მიღება ან შეთავაზება ტენდერში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ან საწარმოს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლის სანაცვლოდ.  კონტრაქტის მიღების მიზნით კლიენტის მიერ შემოთავაზებული შუამავლის მომსახურებით სარგებლობაზე დათანხმება.  რეალურად შემოთავაზებულზე/მიღებულზე უფრო მეტი ოდენობით მომსახურების ან შეკვეთის მიღების დადასტურება მომწოდებლისგან საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის მიღების მიზნით.  საქმიანი ურთიერთობის წამოწყება (იხ. მესამე მხარის შემოწმების პროცედურები) კონკრეტული მესამე მხარის წინასწარი შემოწმების გარეშე (მომწოდებლები, მომხმარებლები და ა.შ).  ხელშემწყობი გადახდების შესრულება ნებართვების მისაღების გასამარტივებლად ან დასაჩქარებლად (იხილეთ ფოკუსი "სახელმწიფო მოხელეთა მოსყიდვა"). ერთადერთი გამონაკლისი ზემოთ მოცემულ პრინციპებთან მიმართებაში: მცირე ტოლერანტობა დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც პირის ან მისი ნათესავების ფიზიკური უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მენეჯერს, ადამიანური რესურსების მენეჯერს, იურიდიულ განყოფილებას ან ეთიკისა და შესაბამისობის სამსახურის ოფიცერს.

 შეასრულეთ ყოველდღიური ოპერაციები ღიად, მართებულად, კეთილსინდისიერად და Groupe ADP– ის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესაბამისად.  აცნობეთ ყველა ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენი ვალდებულების შესახებ.  კორუფციის ან კორუფციის მცდელობის შესახებ ეჭვის შემთხვევაში შეატყობინეთ თქვენს მენეჯერს ან Group-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს (იხ. გვერდი 36).

ᲯᲐᲠᲘᲛᲔᲑᲘ ᲡᲐᲤᲠᲐᲜᲒᲔᲗᲨᲘ

გაითვალისწინეთ!

ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ • 5 მილიონი ევროდან კომპანიის ბრუნვის 30% -მდე (french Sapin 2 law) • კონკრეტული ბაზრიდან გაძევება (მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ) • აკრძალვები სესხის აღებაზე • კომპანიის რეპუტაციის შებღალვა ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ • 10 წლამდე პატიმრობა • 1 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა (french Sapin 2 law) • სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა • შესაბამის სფეროში მუშაობის აკრძალვა 5 წელზე მეტი ვადით

 არ იგრძნოთ თავი დავალებულად პარტნიორისგან გარკვეული უპირატესობისა თუ სარგებლის მიღების შემდეგ.  არ აწარმოოთ ურთიერთობა შუამავლებთან (ან საქმიან წარმომადგენლებთან).  არ მიიღოთ ან არ შესთავაზოთ საჩუქარი/ მასპინძლობა კონტექსტის გაანალიზების გარეშე (იხილეთ გვერდი 18).

12

13

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

თანხის გადახდა პროცედურების გამარტივების მიზნით

ᲤᲝᲙᲣᲡᲘ - ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲛᲝᲮᲔᲚᲔᲗᲐ ᲙᲝᲠᲣᲤᲪᲘᲐ

საჯარო მოხელეისთვის თანხის გადახდა, მისთვის საჩუქრის შეთავაზება რაიმე სახელმწიფო კანონის/ქმედების უზრუნველსაყოფად ან დასაჩქარებლად, რომელიც მას ისედაც უნდა განეხორციელებინა, არ წარმოადგენს ჩვეულებრივ ამოცანას. ბევრ ქვეყანაში თანხის გადახდა ფორმალობების

გამარტივების მიზნით ითვლება ქრთამად და არის აკრძალული. აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის კომპანიის რეპუტაციას და აყენებს მას იურიდიულ რისკების და სისხლისსამართლებრივ დევნის ქვეშ ადგილობრივი და ოფშორული კანონების შესაბამისად.

საჯარო მოხელე არის პირი, რომელსაც გააჩნია საჯარო უფლებამოსილება, მუშაობს საჯარო სამსახურში ან გააჩნია არჩევითი ან იურიდიული უფლებამოსილებანი. თუმცა, ეს ცნება უფრო ფართოდ შეიძლება იქნას გაგებული ქვეყნიდან გამომდინარე: ის შეიძლება ეხებოდეს საჯარო კომპანიის ხელმძღვანელს, სახელმწიფო მონოპოლიის ხელმძღვანელს ან თუნდაც რომელიმე კომპანიის უფროს აღმასრულებლებს, რომელშიც სახელმწიფოს დომინანტური როლი აქვს. ამიტომ საჭიროა ურყევი სიფხიზლე, განსაკუთრებით იმის გამო, რომ საჯარო მოხელეების მოსყიდვა უფრო მკაცრად ისჯება და ასევე შეიძლება დაექვემდებაროს ექსტრატერიტორიულ კანონებს, როგორიცაა აშშ-ს საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტი.

მაგალითად :

მე გახლავართ ქვეყნის გარეთ მომუშავე ოფიცერი, ვმუშაობ ადგილობრივ ხელისუფლებასთან აეროპორტის მშენებლობის პროექტზე. ამ ტენდერში გამარჯვება მოგვცემს ძალიან პერსპექტიულ საკონტაქტო პირები ჩვენი პროექტის მომხრენი იყვნენ და მთხოვეს ფინანსურად დავხმარებოდი მათ, რათა ხელისუფლებას „მხარი ბაზარზე შესვლის საშუალებას. ჩემი

საუკეთესო პრაქტიკა  გამოიჩინეთ სათანადო ყურადღება მესამე მხარის საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით არიან კორუფციის რისკის ქვეშ.  საჯარო მოხელეებთან ურთიერთობა ADP ჯგუფის შიდა ეთიკისა და შესაბამისობის სისტემისა და ადგილობრივი კანონების შესაბამისად.  ეჭვის ან კორუფციის მცდელობის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს მენეჯერს ან Group-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს.

გაითვალისწინეთ!

 თანამდებობის პირის კორუფციის რისკის არასათანადოდ შეფასება, რადგან ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები, თუმცა მას შეიძლება ჰქონდეს წვდომა სენსიტიურ ინფორმაციაზე და/ან გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.  ნაკლები ყურადღების მიქცევა კომპანიის ან პროფესიული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ლობისტურ საქმიანობაზე (იხ. პასუხისმგებლობითი ლობირების ქარტია).  ყოფილი თანამდებობის პირის ან მისი ერთ ერთი ნათესავის დაქირავება კორუფციის ან გავლენის მოხდენის შესაძლო რისკის შეფასების გარეშე.

ეს არის კორუფციის წახალისება. დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს მენეჯერს, იურიდიულ დეპარტამენტს და/ან თქვენს ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს.

დაეჭირა“ ჩვენი პროექტისთვის.

როგორ უნდა მოვიქცე?

ᲡᲐᲜᲥᲪᲘᲔᲑᲘ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲛᲝᲮᲔᲚᲔᲗᲐ ᲛᲝᲡᲧᲘᲓᲕᲘᲡ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ

ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲨᲘ • ლიცენზიის გაუქმება

ᲘᲝᲠᲓᲐᲜᲘᲐᲨᲘ • თანამშრომლებისთვის თავისუფლების აღკვეთა მინიმუმ 2 წლით ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲘᲡ ᲨᲔᲔᲠᲗᲔᲑᲣᲚ ᲨᲢᲐᲢᲔᲑᲨᲘ • სისხლისა და სამოქალაქო სასჯელთა ერთობლიობა • 30 მილიონ აშშ დოლარამდე ჯარიმის დაკისრება თითოეულ დარღვევაზე კომპანიებისთვის • 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მინიმალური ჯარიმა დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარი თანამშრომლებისთვის

მკაცრად აკრძალულია

• ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა და სახელმწიფო შესყიდვებზე ხელშეკრულების შეწყვეტა • ადმინისტრაციული ჯარიმები • თანამშრომლებისთვის 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იორდანიაში • თანამშრომლებისთვის თავისუფლების აღკვეთა მინიმუმ 2 წლით

 საჯარო მოხელისთვის ქრთამის, საჩუქრის, მოწვევის, მომსახურების შეთავაზება და ა.შ. ტენდერში მოგების, გადაწყვეტილების დაჩქარების, ინფორმაციის მისაღების მიზნით და ა.შ.  თანამდებობის პირის მიერ შემოთავაზებულ მესამე პირთან მუშაობაზე დათანხმება ხელშეკრულების მიღების მიზნით.

 მესამე პირთან საქმიანი ურთიერთობის დაწყების განხილვა ჩვეულებრივი შემოწმების გარეშე იმ მოტივით, რომ ისინი რეკომენდებულნი არიან საჯარო მოხელის მიერ.

14

15

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘᲗ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲐ

მაგალითად :

ვმუშაობ ახალი თვითმფრინავის ანგარის მშენებლობაზე; უწყება აჭიანურებს მშენებლობის ნებართვის გაცემას. მე ვიცნობ ამ უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ძმას, რომელიც ბევრს მოგზაურობს. მინდა ვთხოვო მას, რომ მიშუამდგომლოს საკუთარ ძმასთან და ADP ჯგუფის პარკირების ბარათის სანაცვლოდ დააჩქაროს ნებართვის აღება.

გავლენებით ვაჭრობა მოიცავს საჯარო ან კერძო პირის ჩართვას, რომელსაც ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა საჯარო სამსახურში (როგორიცაა Aéroports de Paris SA) მათთვის უპირატესობის მინიჭება, რათა მათ გამოიყენონ საკუთარი რეალური ან სავარაუდო გავლენა სხვა პირზე ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მხოლოდ განზრახვა შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც დანაშაული. კორუფციის მსგავსად, ის შეიძლება იყოს აქტიური (იმ პირის მხრიდან, ვინც ითხოვს) ან პასიური (ადამიანის მხრიდან, ვინც იყენებს მის გავლენას). სანქციები იგივეა, რაც კორუფციის შემთხვევაში.

ეს არის გავლენებით ვაჭრობის ფორმის ქმედება, რომელიც ისჯება კანონით და Groupe ADP-ის მიერ.

ეს მისაღებია?

საუკეთესო პრაქტიკა  ჩამოთვლილი კომპანიებისთვის ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნების შესაბამისად, მიაწოდეთ მხოლოდ გადამოწმებული და განახლებული ინფორმაცია.  აკრძალეთ ნებისმიერი ქცევა, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც გავლენებით ვაჭრობა და იხელმძღვანელეთ საჩუქრებისა და მოსაწვევების წესების დაცვით.  გაეცანით პასუხისმგებლობითი ლობირების წესდებას, რომელიც აყალიბებს ინტერესთა წარმოდგენაზე ორიენტირებულ ქმედებებს.  გაუზიარეთ ჩვენი ვალდებულებები ჩვენს საქმიანობაში ჩართულ პარტნიორებს.

გაითვალისწინეთ!

 დაუშვით გარკვეული ორაზროვნება საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას.

მკაცრად აკრძალულია  არჩეული თანამდებობის პირისთვის, ადმინისტრაციის წევრის და ა.შ. ნებისმიერი სახის უპირატესობის (ფული, საჩუქარი, მოწვევა, მომსახურება და ა.შ.) შეთავაზება, რათა მათ გავლენა მოახდინონ ნაცნობზე გადაწყვეტილების, ხმის მიცემის და ა.შ. ADP ჯგუფის სასარგებლოდ.  ინტერესების წარმოდგენა ADP ჯგუფისგან ნებართვის გარეშე პასუხისმგებლობითი ლობირების ქარტიის პრინციპების საწინააღმდეგოდ.  ვალდებულების აღება ჯგუფის სახელით პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ.  შუამავლების (ბიზნეს-წარმდგენლების) გამოყენება Group-ის იურიდიული დეპარტამენტის ინფორმირების გარეშე.

É

E

T

X

H

E

I

Q

L

F

U

E

E

R

L

E

P

B

A

O

C

N

16

17

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

ᲡᲐᲩᲣᲥᲠᲔᲑᲘᲡ, ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲘᲡ ᲛᲙᲐᲪᲠᲘ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘ

ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲚᲔᲑᲘ კონტექსტის ანალიზის 4 კრიტერიუმი:

საჩუქრების და მასპინძლობის მიღება ადვილად შეიძლება ჩაითვალოს ქრთამად და კორუფციად, ამიტომ ასეთ შემთხვევებს, იშვიათი სახე უნდა ქონდეს. ზემოხსენებულმა ფაქტმა მუშაკებიც და კომპანიაც შეიძლება თანაბარი რისკის ქვეშ დააყენოს. მოუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებმა შეიძლება დროდადრო ერთმანეთს უმასპინძლონ ან საჩუქრები აჩუქონ მხოლოდ და მხოლოდ კარგი ურთიერთობის ნიშნად, უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი სიტუაციების კონტექსტის ყურადღებით გაანალიზება.

1 დაუკავშირდით იურიდიულ განყოფილებას და გაარკვიეთ რეგულირდება თუ არა ესა თუ ის საკითხი ადგილობრივი კანონებით. 2 გაითვალისწინეთ სტრატეგიული კონტექსტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არც მიიღოთ და არც შესთავაზოთ საჩუქრები, მასპინძლობა ტენდერის გამოცხადების, კენჭისყრის, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას და ა.შ. 3 მუდმივად დაიცავით პროფესიული ურთიერთობების ზღვარი, ნუ შეიჭრებით სხვის პირად ცხოვრებაში. ქვემოთ მოცემულია არაპროფესიონალური სიტუაციების მაგალითები:  ნებისმიერი მასპინძლობა, რომელიც მოიცავს იმ მეგობრებს, თუ ოჯახის წევრებს, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებულნი პროექტთან.  როდესაც სემინარებზე და პროფესიულ ღონისძიებებზე გატარებული თავისუფალი დრო აღემატება საქმეზე დახარჯულ დროს.

4 გაარკვიეთ, რამდენად გონივრულია საჩუქრების/მასპინძლობის ღირებულება.  ორმხრივობის ტესტი: ვარ თუ არა უფლებამოსილი იმავე ღირებულების საჩუქარი/მასპინძლობა შევთავაზო ჩემი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში?  იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გონივრულია საჩუქრის/მასპინძლობის ღირებულება შეიძლება აგრეთვე ადგილობრივი კანონებისა და შემოსავლის დონის გათვალისწინებით, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც თანამშრომელი საზღვარგარეთ არის დასაქმებული. მაგალითად: ეს სხვა ქვეყანაში შეიძლება საშუალო ხელფასის 5/10% იყო.  ღირებულების შეფასებისას გაითვალისწინეთ წარსულში მიღებული ყველა სხვა საჩუქრის/მასპინძლობის ჯამური ღირებულება (შეაჯამეთ ისინი წლის ან მესამე პირის მიხედვით - იხილეთ ქვემოთ მოცემული გრაფიკი).

საუკეთესო პრაქტიკა

 ქვემოთ მოცემული 4 კრიტერიუმის მიხედვით გაანალიზეთ საჩუქრების გაცემისა და მასპინძლობის შეთავაზებების კონტექსტი:  უპირატესობა მიანიჭეთ სარეკლამო ხასიათის და/ან წმინდა სიმბოლური ღირებულების მქონე საჩუქრებს.  პროფესიული შეკრებებისას, Groupe ADP-იმ შეიძლება დააფინანსოს ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯები, თუ ეს სასარგებლო და მომგებიანია ბიზნესისთვის.  სისტემატურად განაცხადეთ > 60€* ღირებულების საჩუქრების და მოსაწვევების შესახებ.  ყოველთვის მიიღეთ ნებართვა მენეჯერისგან > € 200 ღირებულების ნებისმიერ საჩუქარზე/ მასპინძლობაზე.  თავი აარიდეთ ნებისმიერ ისეთ საჩუქარს ან მასპინძლობას, რაც გარეშე პირს რაიმე ეჭვს გაუჩენს საჩუქრის მიმცემი ან მიმღები პირის პატიოსნებასთან დაკავშირებით.  თავი აარიდეთ ისეთი საჩუქრის ან მასპინძლობის მიღებას, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს თანამშრომლის მიერ Groupe ADP ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობაზე. გაითვალისწინეთ!

მკაცრად აკრძალულია

შეჯამება

საჩუქრები/ მასპინძლობები > € 200 ჯამური ღირებულება საფრანგეთისთვის ან საშუალო ხელფასის 5-10% სხვა ქვეყნებისთვის საჭიროებს წინასწარ ნებართვას თქვენი მენეჯერისგან

 ნებისმიერი ოდენობის ფულის, ისევე, როგორც სესხის ან გარანტიის სახით, ან მოძრავი აქტივების ან ქონების, მოწყობილობების, ან მესამე მხრიდან მოგზაურობის შეათავაზების ან სხვა მომსახურების მიღება საკუთარი თავისთვის, ან ოჯახის წევრისთვის, მეგობრებისთვის, და ან კოლეგებისთვის საზღაურის გადახდის გარეშე.  ნებისმიერი სახის საჩუქრის ან მასპინძლობის შეთავაზების მიღება, რომელიც სესხის გამცემის ვალში ჩაგაგდებთ.  ნებისმიერი სახის საჩუქრის ან მასპინძლობის შეთავაზების მიღება სტრატეგიულად მნიშვნელოვან დროს (ტენდერში მონაწილეობაზე მოწვევა).

საჩუქრები/ მასპინძლობები > € 60 ჯამური ღირებულება შეატყობინეთ მენეჯერს

საჩუქრები/ მასპინძლობები < € 60 ჯამური ღირებულება არ საჭიროებს ნებართვას

* ერთობლივად წელიწადში და მესამე პირზე.

18

19

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

მაგალითად :

მაგალითად :

ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲗᲐ ᲙᲝᲜᲤᲚᲘᲥᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲕᲚᲔᲜᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ

მე ვმონაწილეობ მომწოდებლის არჩევის პროცესში. ჩემი ძმა მუშაობს კომპანიაში, რომელსაც განაცხადი აქვს შემოტანილი.

თავისუფალ დროს ვასრულებ აეროპორტის მეზობლების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. როგორც Groupe ADP-ის თანამშრომელი, ვმუშაობ ახალ ადზ-ს პროექტზე.

ინტერესთა კონფლიქტები წარმოიშობა, როდესაც თანამშრომლის, ან მასთან ახლოს მყოფი პირის პირადი ინტერესი ეწინააღმდეგება თანამშრომლის სამსახურებრივ მოვალეობებსა და მისთვის საწარმოს მიერ დაკისრებულ მისიას. ითვლება, რომ საწარმო ვერ დაეყრდნობა ინტერესთა კონფლიქტის სიტუაციაში მყოფ მუშაკს მიუკერძოებელი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ინტერესთა კონფლიქტის სიტუაციაში ყოფნა, როგორც ასეთი, არ ნიშნავს დანაშაულს უმეტეს ქვეყნებში, ის ხშირად წარმოიშობა სენსიტიური სიტუაციიდან, რამაც საბოლოოდ შეიძლება დანაშაულამდე მიგვიყვანოს. ინტერესთა კონფლიქტები შესაძლოა წარმოიქმნას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში: გარე პარტნიორებთან გარიგებებისას, გუნდის შიგნით, ნაცნობის სამსახურში აყვანისას და ა.შ.

როგორ უნდა მოვიქცე?

როგორ უნდა მოვიქცე?

კომპანიაში თქვენი ძმის თანამდებობისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური რისკების გათვალისწინებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტს, მაგალითად, თუ თქვენი ძმა დაკავებულია გაყიდვებით ამ კომპანიაში. დადგენა იმისა, მისაღებია თუ არა ეს სიტუაცია შესაძლებელია მხოლოდ თქვენს მენეჯერთან ამ სიტუაციის ღია და გულახდილი განხილვისა და ისეთი გადაწყვეტილების მიღების გზით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება თქვენი და Groupe ADP-ის დაცვა.

Groupe ADP პატივს სცემს მისი თანამშრომლების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ხელს უწყობს მათ მიიღონ მონაწილეობა

საზოგადოებრივ საქმიანობაში და ასოციაციებში. ამის

მიუხედავად, თუ ფიქრობთ რომ თქვენი ჩართულობა „აეროპორტის მეზობლების ასოციაციაში“ წინააღმდეგობაში მოვა Groupe ADP-ის ინტერესებთან, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მენეჯერს. ეს უკანასკნელი ან თქვენი ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერი გირჩევთ თუ როგორ მოიქცეთ.

გაითვალისწინეთ!

საუკეთესო პრაქტიკა  შეასრულეთ საკუთარი მოვალეობები მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის ინტერესების მკაცრი დაცვით და არასდროს იხელმძღვანელოთ პირადი ინტერესებით.  იცოდეთ, როგორ ამოიცნოთ პოტენციური თუ აღმოცენებადი ინტერესთა კონფლიქტი.  შეატყობინეთ თქვენს მენეჯერს ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ან მის არსებობაზე ეჭვის შესახებ, რათა ერთად გადაწყვიტოთ სიტუაციის მოგვარების საუკეთესო გზები და მინიმუმამდე დაიყვანოთ თანამშრომლისა და კომპანიის რისკები.

 იყავით ინფორმირებულნი თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრების, ან თანამშრომლების შესახებ, რომელთაც შესაძლოა ქონდეთ საქმიანი ან პირადი ურთიერთობები ან ფინანსური დაინტერესებაც კი Groupe ADP-ის მომწოდებელთან, კონკურენტთან ან მომხმარებელთან.  ზოგიერთ საჯარო სიტუაციებში (მაგ: . გარკვეული მანდატის მქონე პირის არჩევა), აუცილებლად თავიდან აიცილეთ მონაწილეობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ეხება Groupe ADP-ს, მის შვილობილ კომპანიებს ან ერთობლივ საწარმოებს.

მკაცრად აკრძალულია

 ინტერესთა კონფლიქტის დამალვა, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს Group-ს და მის თანამშრომელს.

20

21

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲙᲝᲓᲔᲥᲡᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ

ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ

Groupe ADP-ი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობებს, რომლებსაც ინარჩუნებს თავის მრავალრიცხოვან პარტნიორთან. ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სახელშეკრულებო ვალდებულებებსა და კარგი რეპუტაციის წესებს. ამიტომ Group-ის პარტნიორებს სთხოვენ განახორციელონ შესაბამისი პოლიტიკის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს თაღლითობასთან ბრძოლას (იხ. თავი სათაურით "თაღლითობასთან ბრძოლა"). ამ კონტექსტში, ბიზნეს პარტნიორს შეიძლება ეთხოვოს ინფორმაცია ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით და შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მისი დარღვევის შემთხვევაში გამოსასწორებელი ზომების მიღების შესახებ (აუდიტი, ხელშეკრულების შეწყვეტა და ა.შ.). ამ კოდის ნებისმიერი დარღვევის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს გაფრთხილების სისტემის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი თანამშრომლებისთვის და სერვისის პროვაიდერებისთვის ვებგვერდზე: https://alert.groupeadp.fr.

Groupe ADP-ის ჯგუფს შიგნით მიმდინარე ყოველდღიური ოპერაციები კომპანიის სპეციფიკასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი მონაცემების, საქმიანობათა, სტატისტიკისა და კვლევების გაზიარებასა და დამუშავებას მოითხოვს. ინფორმაციის ეს სოლიდური მოცულობა ძვირფას აქტივს წარმოადგენს. მონაცემთა გაჟონვა, არასწორი დამუშავება თუ სერიოზული დაზიანება კომპანიისათვის რისკების წარმოქმნას ნიშნავს. ჩვენი მონაცემთა აქტივები დაცული უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კომპანიის სამომავლო ზრდა და კონკურენტუნარიანობა. ჯგუფის სენსიტიური და კონფიდენციალური მონაცემების დაცვა და მართვა, მიუხედავად ამ მონაცემთა ტიპის, ფორმისა და ლოკაციისა, სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამ მიზნით Groupe ADP-მ შეიმუშავა „ჯგუფის მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“, რომლის ყოველდღიური და სისტემატიური განხორციელება ყველა თანამშრომლის მოვალეობაა, ისევე როგორც ამ პოლიტიკის დაცვაში აქტიური ჩართულობა.

დადებითი ინფორმაციის უსაფრთხოება საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ციფრული ეკოსისტემა, რათა დავიცვათ ჯგუფი და მისი ყველა დაინტერესებული მხარე, ისევე როგორც მისი იმიჯი და რეპუტაცია. ამ კონტექსტში, პერსონალურ მონაცემემთა დაცვა ასახავს ვალდებულებას, შევთავაზოთ ჩვენს დაინტერესებულ მხარეებს უსაფრთხო სერვისები, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარ უფლებებს მათივე მონაცემების მიმართ (კონფიდენციალურობა, პირადი ცხოვრების დაცულობა). პერსონალურ მონაცემეთა გამჭვირვალობა, ხარისხი, ერთიანობა და უსაფრთხოება პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ ნდობის საკითხია.

საუკეთესო პრაქტიკა  დარწმუნდით, რომ მესამე მხარის მუშაობის რეჟიმის შესაბამისად.  უზრუნველყავით Group-ის მიერ განსაზღვრული მდგომარეობის გამოსასწორებელი ქმედებების შეფასება განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმებამდე მოქმედი პროცედურისა და სწორად გამოყენება (კითხვარი, შიდა ეთიკისა და შესაბამისობის პოლიტიკა, სახელშეკრულებო დებულებები და ა.შ.).  ხელშეკრულების დადებამდე დაუკავშირდით იურიდიულ განყოფილებას, კერძოდ, ეთიკისა და შესაბამისობის დებულებებზე შეთანხმების მიზნით.  გაუგზავნეთ Groupe ADP-ის ქცევის კოდექსი ბიზნეს პარტნიორს მოლაპარაკებების დასაწყისშივე.

გაითვალისწინეთ!

 ამ კოდექსის ან ხელშეკრულების დარღვევისშესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ მენეჯერს ან Group-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს, სითუაციის მოგვარების მიზნით (დამატებითი ინფორმაცია ან კითხვარი, აუდიტი, ხელშეკრულების დარღვევა და ა.შ.). მკაცრად აკრძალულია  ხელშეკრულების გაფორმება მესამე მხარის წინასწარი შეფასების ან იურიდიული დეპარტამენტთან და ეთიკის ოფიცერთან კონსულტაციის გარეშე.  ეთიკის ოფიცრის რეკომენდაციების უგულებელყოფა

* მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ უსაფრთხოებასა და რისკების მართვის განყოფილებას.

22

23

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

განსაკუთრებული შემთხვევა: პერსონალური მონაცემები

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამა თუ იმ პირის ვინაობის დასადგენად (მაგ., სახელი და გვარი) ან რომელიც იძლევა ამა თუ იმ პირის ვინაობის დადგენის საშუალებას სხვადასხვა მონაცემების ერთობლიობაში განხილვის გზით (ტელეფონის ნომერი, სარეგისტრაციო ნომერი, ბეჯის ნომერი და სხვ.) ითვლება პერსონალურ მონაცემებად (ბიომეტრული მონაცემები, ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ და სხვ.). ასეთი პერსონალური მონაცემების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს Groupe ADP-ის პრინციპებს (იხ. ცხრილი ქვემოთ).

ზოგიერთ ქვეყანაში, ეს ასევე გულისხმობს ყველა მოქმედი რეგულაციის დაცვას (მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია - GDPR EEA 1 -ში გაერთიანებული ყველა სუბიექტისთვის და თურქეთის კანონი მონაცემთა დაცვის შესახებ - KVKK კანონი თურქეთში მყოფი სუბიექტებისთვის…). ამ შემთხვევაში, ამ სუბიექტებისთვის აუცილებელია, რომ მათი დამუშავება დაფიქსირდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ რეესტრში. მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი გუნდები თქვენი პრივილეგირებული კონტაქტებია, რომლებიც დაგეხმარებიან რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფაში.

ჯარიმები პერსონალური მონაცემების დაუცველობისათვის ევროპის რეგლამენტის თანახმად ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲮᲐᲡᲘᲐᲗᲘᲡ - ᲓᲐᲠᲦᲕᲔᲕᲔᲑᲘ: • ჯარიმის სახით ჯგუფის საერთო ბრუნვის 2%-ის დაწესება ხდება: მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი მენეჯერისა და ქვეკონტრაქტორის მიერ მოვალეობათა დარღვევისას, კომპანიის ქცევის კოდექსის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირის მიერ საკუთარ ვალდებულებათა შეუსრულებლობისას. • ძირითადი პრინციპების, პირადი უფლებების ან ვალდებულების დაუცველობა მონაცემთა სხვა ქვეყნებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაგზავნისას: ჯგუფის წინა წლის ერთიანი ბრუნვის 4%. ᲡᲮᲕᲐ ᲡᲣᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ • სხვა სანქციები შეიძლება არსებობდეს კონკრეტული რეგულაციების შესაბამისად.

4 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჯგუფის პრინციპები

1 - პროპორციულობა: თითოეულ სუბიექტს შეუძლია პერსონალური მონაცემების დამუშავება მხოლოდ კონკრეტული, კანონიერი და ლეგიტიმური მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს შესაბამისი და მკაცრად საჭირო განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში; 2 - შენახვასთან დაკავშირებული შეზღუდვები: შენახვის ვადა უნდა დაფიქსირდეს დამუშავებული პერსონალური მონაცემების ტიპისა და განსაზღვრული მიზნის მიხედვით. შემდეგ მონაცემები უნდა წაიშალოს ან გახდეს ანონიმური; 3 - უსაფრთხოება: თითოეულმა სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს დამუშავებული პერსონალური მონაცემების მთლიანობა, ხელმისაწვდომობა და კონფიდენციალურობა. კერძოდ, მან უნდა უზრუნველყოს, რომ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს ჰქონდეთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე; 4 - საკონტაქტო პირის დანიშვნა: თითოეულმა სუბიექტმა უნდა დანიშნოს საკონტაქტო პირი პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევისთვის, იქნება ეს დაინტერესებული პირებისგან თუ ჯგუფის სხვა სუბიექტებისგან.

1 European Economic Area.

24

25

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ (ᲒᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲐ)

საუკეთესო პრაქტიკა

გაითვალისწინეთ!

კომპიუტერებისა და მონაცემთა დაცვა

 იხელმძღვანელეთ ჯგუფის გაიდლაინებითა და წესებით სახლში მუშაობისას ან მივლინებაში ყოფნისას. პერსონალურ მონაცემთა დაცვა:  მონაცემთა მოპარვის ან დაკარგვის ეჭვის გაჩენისას (მაგ., USB-ზე) ან მონაცემთა ცვლილების აღმოჩენისას (მაგ., ჰაკერობის შემთხვევა) დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს იურიდიულ განყოფილებას, მონაცემთა დაცვის ოფიცერს ან შესაბამის განყოფილებას. მკაცრად აკრძალულია  Groupe ADP-ის და მასში შემავალი კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებიმიერი სახის ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გამჟღავნება, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ არის კლასიფიცირებული, როგორც „საჯარო“, ლეგიტიმური მიზეზების ქონისა და სათანადო დაცვის ზომების მიღების გარეშე.  მედია-საშუალებებისათვის კონკრეტული ინფორმაციის გამჟღავნება იმ პროექტების შესახებ, რომლებზეც მუშაობთ ან ადრე გიმუშავიათ. პირადი მონაცემების დაცვა:  პერსონალური მონაცემების გადაცემა პირებს რომლებიც არ არიან გამოვლენილთა შორის კონტეინერები.  შეინახეთ პერსონალური მონაცემები ვადის მიღმა რეესტრში განსაზღვრული, კერძოდ მყარ დისკზე ან სხვა მობილურ მხარდაჭერაზე.  პერსონალური მონაცემების ხელახლა გამოყენება სხვა მიზნებისთვის ვიდრე თავდაპირველად იყო განკუთვნილი."

 კომპანიასთან დაკავშირებულ მონაცემებთან შეხებისას, იქნება ეს კომპანიის ფარგლებში თუ მათ გარეთ, დაიცავით სიფრთხილისა და კონფიდენციალურობის უმაღლესი დონე.  განსაზღვრეთ მოცემულ დოკუმენტში გადმოცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და ჩაიწერეთ მისი დონე ამავე დოკუმენტში.  დარწმუნდით, რომ გაქვთ უსაფრთხო

2 შენახვა და დარეზერვება სამუშაოს მონაცემები შეინახეთ მხოლოდ თქვენი კომპანიის კუთვნილ ინფორმაციის შესანახ მეხსიერებაში.

1 კოდური სიტყვა

3 განახლება

გამოიყენეთ რთული კოდური სიტყვები, თავიდან აიცილეთ

დაუყოვნებლივ მოახდინეთ თქვენი კომპიუტერული მოწყობილობების პროგრამული განახლება IT განყოფილების მხრიდან ამ უკანასკნელის მოთხოვნისთანავე.

ერთი და იგივე კოდური სიტყვების გამოყენება რამოდენიმე ადგილას, არასდროს გაამხილოთ კოდური სიტყვა.

კომპიუტერული კავშირი, რომელიც შეესაბამება კომპანიის ან GROUP-ის პოლიტიკას.  შეინარჩუნეთ კონტროლი ყველაზე კონფიდენციალური დოკუმენტების გაცვლისას.

4 ᲤᲚᲔᲨᲓᲠᲐᲘᲕᲔᲠᲔᲑᲘ

5 ელ-ფოსტა

6 ჩამოტვირთვა

 დოკუმენტები, რომლებთანაც გაქვთ შეხება, მათი კონფიდენციალურობის დონის მიხედვით შეინახეთ და გაანადგურეთ (დაცული კარადა, შრედერი და ა.შ.). პერსონალურ მონაცემთა დაცვა:  პროექტის დაწყებისთანავე მოახდინეთ იმ პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიცირება, რომლებთანაც მოგიწევთ შეხება მუშაობის პროცესში.  დაიცავით მონაცემთა კონფიდენციალურობა მათი კონფიდენციალურობის შესაბამისად, მათ შორის ასეთი მონაცემების გავრცელების შემთხვევაში.  როცა კანონით არის საჭირო, შეინახეთ ჩანაწერი მონაცემთა დამუშავება რისკების გამოსავლენად და განახორციელეთ ქმედებები ამის გამოსასწორებლად.  გაწმინდეთ მონაცემები თქვენი პირადი საცავიდან მედია, როგორც კი მონაცემები აღარ არის გამოყენებული."

შეეცადეთ თავიდან აირიდოთ ე.წ. ფლეშ დრიაივერებისა და / USB ჩხირების გამოყენება კონფიდენციალური ინფორმაციის შესანახად (დაკარგვისა და ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო). ნაცვლად, ისარგებლეთ არსებული კომპანიის გაზიარების პლატფორმით,

ყველა საეჭვო შეტყობინების შესახებ აცნობეთ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ პირს კომპანიაში და ყურადღებით შეამოწმეთ ყველა თანდართული დოკუმენტი და ლინკი მათ გახსნამდე.

რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სთხოვეთ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ პირს, რომ მოახდინოს ტესტ ჩამოტვირთვა და შეამოწმოს კონკრეტული ბმულების უსაფრთხოება.

სამსახურისა და პირადი ცხოვრების გამიჯვნა

7 როუმინგი

9 ვირუსი

8

არასდროს შეინახოთ სამსახურებრივი ხასიათის ინფორმაცია თქვენს კომპიუტერში. ყოველთვის ისარგებლეთ თქვენი კომპანიის მონაცემთა შენახვის საშუალებებით. გამოიყენეთ კონფიდენციალურობის ფილტრები.

დაუყოვნებლივ გამორთეთ თქვენი სამუშაო მოწყობილობა, თუ შეამჩნევთ მის უჩვეულო მუშაობას და დაუკავშირდით IT მხარდაჭერის სპეციალისტს.

გამიჯნეთ ერთმანეთისგან სამსახურებრივი და პირადი საკომუნიკაციო საშუაალებები,

მათ შორის, ელ-ფოსტა, მოწყობილობები და ა.შ.

* მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ მონაცემთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ განყოფილებას.

26

27

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

მაგალითად :

ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲓᲐ ᲤᲐᲠᲣᲚ ᲒᲐᲠᲘᲒᲔᲑᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐ ᲘᲫᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲐᲡᲗᲐᲜ ᲑᲠᲫᲝᲚᲐ გახსნილი, დაბრკოლებებისაგან თავისუფალი კონკურენცია ჯანსაღი და საქმიანი ურთიერთობების ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს. კონკურენციის შესახებ კანონი კრძალავს კონკურენტებს შორის ფიქსირებული ფასების დადგენას, კონტრაქტებისა და სტრატეგიული ინფორმაციის გაზიარებას. იგი აგრეთვე კრძალავს დომინანტი კონკურენტის მიერ საკუთარი პოზიციის ბოროტად გამოყენებას. იგი მოითხოვს თანაბარ მიდგომას ერთი და იმავე კონტრაქტის მოპოვების მსურველი ეკონომიკურად ხელსაყრელი ერთეულებისადმი. საკუთარ ბიზნეს-პარტნიორებთან ურთიერთობაში Groupe ADP თავის ქცევას აგებს ლოიალურობის, გამჭვირვალობასა და არადისკრიმინაციულ მიდგომაზე. შესყიდვებში Groupe ADP იყენებს ძალზე კონკრეტულ წესებს, რომლებითაც ხდება საჯარო კონტრაქტების რეგულირება. ამ წესების უგულებელყოფამ ან არასაკმარისმა გაგებამ კომპანია და თანამშრომლები მძიმე ჯარიმების საშიშროების წინაშეც კი შეიძლებაა დააყენოს.

კონფერენციის დროს კოლეგამ სხვა აეროპორტიდან მითხრა, რომ მას სურდა აეროპორტის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ჩემთვის. რადგან ეს სასარგებლოდ მომეჩვენა, გადავწყვიტეთ ყოველთვიურად გაგვეცვალა ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

კონფიდენციალური კომერციული ინფორმაციის, ანუ არასაჯარო, მიმდინარე ან მომავალი, ბიზნეს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური და ცალკეული ინფორმაციის გაცვლა, აკრძალულია და შეიძლება დაექვემდებაროს სანქციებს. მსგავსი სახის ინფორმაცია განსაკუთრებით ეხება ფასწარმოებისა და ხარჯების სტრატეგიას, აგრეთვე, ავიაკომპანიის კომერციულ პოლიტიკას.

ეს მისაღებია?

იურიდიულ დეპარტამენტთან

კონსულტაცია დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ თუ რა არის

და რა არ არის შესაძლებელი.

დადებითი სამართლიანი და თანაბარი კონკურენცია ჩვენს საქმიან ურთიერთობებში უზრუნველყოფს ჩვენი ყველა პარტნიორის ნდობას.

ეს Group -ის წარმატებისა და მდგრადი ზრდის აუცილებელი ელემენტია და მისი რეპუტაციის გარანტიაა.

სანქციები კონკურენციის შესახებ კანონის მიხედვით ᲡᲐᲤᲠᲐᲜᲒᲔᲗᲘ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲞᲐ:

კომპანიის შემთხვევაში • მისი მსოფლიო მასშტაბის ერთობლივი გაყიდვების 10%-მდე • ხელშეკრულების ან სადავო პუნქტების ბათილობა • სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ • სატენდერო პროცედურებიდან გამორიცხვა • რეპუტაციის დაკარგვა

პირადი პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომლებისთვის • განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებისას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა • ჯარიმა 75,000 ევროს ოდენობით

28

29

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

ᲤᲐᲠᲣᲚᲘ ᲒᲐᲠᲘᲒᲔᲑᲐ

ჯარიმები

საიდუმლო გარიგება გულისხმობს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის არსებულ პრაქტიკას (შეთანხმებები, გაერთიანებები და ა.შ.), რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ხელშეკრულების დადების პროცედურაში თავისუფალი კონკურენციის დამახინჯებას ან თუნდაც აღკვეთას. ყველა ამ პრაქტიკის მიზანია წინასწარ განსაზღვრული კანდიდატისთვის კონტრაქტის მიღების საშუალების მიცემა. Groupe ADP-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეთქმულების/ საიდუმლო გარიგების პრაქტიკასთან ბრძოლას.

გარდა ევროკავშირისა • ეკონომიკურ ოპერატორებს შორის შეთქმულება/საიდუმლო გარიგებები აკრძალულია ევროკავშირის კანონმდებლობით. შეთქმულებაში/ საიდუმლო შეთანხმებაში მონაწილე კანდიდატები შეიძლება გაირიცხონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სატენდერო პროცედურებიდან. მსგავსმა პრაქტიკამ ასევე შეიძლება მიგვიყვანოს სასამართლო პროცესებამდე.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი • გარიცხვის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკრძალება კონტრაქტის დადება მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) ნებისმიერ ინსტიტუციასთან, ნებისმიერ ორგანიზაციასთან, რომლის საქმიანობაც ფინანსდება მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ან კონსულტაციას უწევს მსოფლიო ბანკი. ხსენებულ გარიცხვებს შესაძლოა თან ახლდეს ფინანსური ჯარიმებიც.

საუკეთესო პრაქტიკა  პარტნიორებისადმი (მომწოდებლები,

მკაცრად აკრძალულია  სტრატეგიული ინფორმაციის გამჟღავნება კონკურენტი აეროპორტებისათვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით.  კონფიდენციალური საქმიანი ინფორმაციის კონკურენტი მომხმარებლების, სავაჭრო ოპერატორებისა თუ მომწოდებლებისათვის გამჟღავნებისათვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ხელშეწყობა.  მონაწილეობის მიღება კლიენტთან შეხვედრებში სატენდერო წინადადების პერიოდში, ყველა კანდიდატისთვის ორგანიზებული და დადასტურებული მოსმენის პროცესის მიღმა.  კონტრაქტის მისაღებად მოსახერხებელი სერვისების შეთავაზება.  სატენდერო პროცესის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგულარული არაფორმალური შეხვედრების გამართვა.  კანდიდატებს შორის წინასწარ შეთანხმება შეთავაზების შინაარსზე (მაგ. ფასი, კონტრაქტების გეოგრაფიული განაწილება და ა.შ.).

მაგალითად :

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი ადზ-ს მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. კონტრაქტის მისაღებად ADP Group-მა გააკეთა განაცხადი. თანამშრომელი ერთ-ერთ სხვა კანდიდატს შეუთანხმდა, რომ გამარჯვებული ქვეკონტრაქტორად სხვა კომპანიას აირჩევდა. ჩვენ მივიღეთ კონტრაქტი. შეგვიძლია თუ არა სამუშაოს ნახევარი გადვცეთ იმ კანდიდატს, რომელსაც თანამშრომელი შეუთანხმდა? მაგალითად : ჩვენი კონსულტანტი იყო ჩართული არაფორმალურ განხილვაში სატენდერო წინადადებების ფასების შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომელიც უძღვება ტენდერის პროცესს აეროპორტის დათმობის თაობაზე. შეიძლება თუ არა ჩვენი კომპანია დაექვემდებაროს სანქციებს ამ განხილვების შედეგად?

მომხმარებლები, საქმიანი პარტნიორები და ა. შ.) იყავით ყოველთვის სამართლიანი და ყველა მხარეს ერთნაირი ინფორმაცია მიაწოდეთ.  პარტნიორის ან კონკურენტის პრაქტიკაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მენეჯერთან, იურიდიულ დეპარტამენტთან ან ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერთან, რათა შეაფასოთ შესაძლო რისკები და განსაზღვროთ მოქმედების შესაბამისი კურსი.  მიჰყევით საუკეთესო პრაქტიკის წესებს, რომლებიც მოცემულია შენიშვნაში „უფრთხილდით შეთქმულებას/საიდუმლო გარიგებებს სატენდერო განცხადებების დროს“.

არა, ვინაიდან ორი პრეტენდენტი მანამდე შეთანხმდა, ეს არის ფარული შეთანხმების აკრძალული პრაქტიკა.

გაითვალისწინეთ!

დიახ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ADP Group-ის წინადადების საბოლოო ფასი დამოკიდებული იყო ხსენებულ განხილვებზე, რომელიც კონსულტანტს ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ეს არის ფარული გარიგების მაგალითი, რომელიც ხელს უწყობს არაკეთილსინდისიერი

 შეატყობინეთ თქვენს მენეჯერს უსამართლო კონკურენციის ან საიდუმლო შეთანხმების შესახებ ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში.  არასოდეს მოახდინოთ ფასდათმობის, ფასდაკლების ან რაიმე სახის ფინანსური

სარგებლის შეთავაზება სათანადო პროცედურების დაცვის გარეშე.

კონკურენციის ჩამოყალიბებას.

30

31

Made with FlippingBook - professional solution for displaying marketing and sales documents online