Code de conduite Georgian 2023

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

მაგალითად :

ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲓᲐ ᲤᲐᲠᲣᲚ ᲒᲐᲠᲘᲒᲔᲑᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐ ᲘᲫᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲐᲡᲗᲐᲜ ᲑᲠᲫᲝᲚᲐ გახსნილი, დაბრკოლებებისაგან თავისუფალი კონკურენცია ჯანსაღი და საქმიანი ურთიერთობების ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს. კონკურენციის შესახებ კანონი კრძალავს კონკურენტებს შორის ფიქსირებული ფასების დადგენას, კონტრაქტებისა და სტრატეგიული ინფორმაციის გაზიარებას. იგი აგრეთვე კრძალავს დომინანტი კონკურენტის მიერ საკუთარი პოზიციის ბოროტად გამოყენებას. იგი მოითხოვს თანაბარ მიდგომას ერთი და იმავე კონტრაქტის მოპოვების მსურველი ეკონომიკურად ხელსაყრელი ერთეულებისადმი. საკუთარ ბიზნეს-პარტნიორებთან ურთიერთობაში Groupe ADP თავის ქცევას აგებს ლოიალურობის, გამჭვირვალობასა და არადისკრიმინაციულ მიდგომაზე. შესყიდვებში Groupe ADP იყენებს ძალზე კონკრეტულ წესებს, რომლებითაც ხდება საჯარო კონტრაქტების რეგულირება. ამ წესების უგულებელყოფამ ან არასაკმარისმა გაგებამ კომპანია და თანამშრომლები მძიმე ჯარიმების საშიშროების წინაშეც კი შეიძლებაა დააყენოს.

კონფერენციის დროს კოლეგამ სხვა აეროპორტიდან მითხრა, რომ მას სურდა აეროპორტის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ჩემთვის. რადგან ეს სასარგებლოდ მომეჩვენა, გადავწყვიტეთ ყოველთვიურად გაგვეცვალა ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

კონფიდენციალური კომერციული ინფორმაციის, ანუ არასაჯარო, მიმდინარე ან მომავალი, ბიზნეს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური და ცალკეული ინფორმაციის გაცვლა, აკრძალულია და შეიძლება დაექვემდებაროს სანქციებს. მსგავსი სახის ინფორმაცია განსაკუთრებით ეხება ფასწარმოებისა და ხარჯების სტრატეგიას, აგრეთვე, ავიაკომპანიის კომერციულ პოლიტიკას.

ეს მისაღებია?

იურიდიულ დეპარტამენტთან

კონსულტაცია დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ თუ რა არის

და რა არ არის შესაძლებელი.

დადებითი სამართლიანი და თანაბარი კონკურენცია ჩვენს საქმიან ურთიერთობებში უზრუნველყოფს ჩვენი ყველა პარტნიორის ნდობას.

ეს Group -ის წარმატებისა და მდგრადი ზრდის აუცილებელი ელემენტია და მისი რეპუტაციის გარანტიაა.

სანქციები კონკურენციის შესახებ კანონის მიხედვით ᲡᲐᲤᲠᲐᲜᲒᲔᲗᲘ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲞᲐ:

კომპანიის შემთხვევაში • მისი მსოფლიო მასშტაბის ერთობლივი გაყიდვების 10%-მდე • ხელშეკრულების ან სადავო პუნქტების ბათილობა • სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ • სატენდერო პროცედურებიდან გამორიცხვა • რეპუტაციის დაკარგვა

პირადი პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომლებისთვის • განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებისას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა • ჯარიმა 75,000 ევროს ოდენობით

28

29

Made with FlippingBook - professional solution for displaying marketing and sales documents online