Code de conduite Georgian 2023
მოქცევის კოდექსი GROUPE ADP
მოქცევის კოდექსი GROUPE ADP
PÉRIMÈTRE GROUPE ADP
V2 – 07/2023
V2 – 07/2023
განსაკუთრებული შემთხვევა: პერსონალური მონაცემები
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამა თუ იმ პირის ვინაობის დასადგენად (მაგ., სახელი და გვარი) ან რომელიც იძლევა ამა თუ იმ პირის ვინაობის დადგენის საშუალებას სხვადასხვა მონაცემების ერთობლიობაში განხილვის გზით (ტელეფონის ნომერი, სარეგისტრაციო ნომერი, ბეჯის ნომერი და სხვ.) ითვლება პერსონალურ მონაცემებად (ბიომეტრული მონაცემები, ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ და სხვ.). ასეთი პერსონალური მონაცემების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს Groupe ADP-ის პრინციპებს (იხ. ცხრილი ქვემოთ).
ზოგიერთ ქვეყანაში, ეს ასევე გულისხმობს ყველა მოქმედი რეგულაციის დაცვას (მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია - GDPR EEA 1 -ში გაერთიანებული ყველა სუბიექტისთვის და თურქეთის კანონი მონაცემთა დაცვის შესახებ - KVKK კანონი თურქეთში მყოფი სუბიექტებისთვის…). ამ შემთხვევაში, ამ სუბიექტებისთვის აუცილებელია, რომ მათი დამუშავება დაფიქსირდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ რეესტრში. მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი გუნდები თქვენი პრივილეგირებული კონტაქტებია, რომლებიც დაგეხმარებიან რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფაში.
ჯარიმები პერსონალური მონაცემების დაუცველობისათვის ევროპის რეგლამენტის თანახმად ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲮᲐᲡᲘᲐᲗᲘᲡ - ᲓᲐᲠᲦᲕᲔᲕᲔᲑᲘ: • ჯარიმის სახით ჯგუფის საერთო ბრუნვის 2%-ის დაწესება ხდება: მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი მენეჯერისა და ქვეკონტრაქტორის მიერ მოვალეობათა დარღვევისას, კომპანიის ქცევის კოდექსის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირის მიერ საკუთარ ვალდებულებათა შეუსრულებლობისას. • ძირითადი პრინციპების, პირადი უფლებების ან ვალდებულების დაუცველობა მონაცემთა სხვა ქვეყნებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაგზავნისას: ჯგუფის წინა წლის ერთიანი ბრუნვის 4%. ᲡᲮᲕᲐ ᲡᲣᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ • სხვა სანქციები შეიძლება არსებობდეს კონკრეტული რეგულაციების შესაბამისად.
4 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჯგუფის პრინციპები
1 - პროპორციულობა: თითოეულ სუბიექტს შეუძლია პერსონალური მონაცემების დამუშავება მხოლოდ კონკრეტული, კანონიერი და ლეგიტიმური მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს შესაბამისი და მკაცრად საჭირო განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში; 2 - შენახვასთან დაკავშირებული შეზღუდვები: შენახვის ვადა უნდა დაფიქსირდეს დამუშავებული პერსონალური მონაცემების ტიპისა და განსაზღვრული მიზნის მიხედვით. შემდეგ მონაცემები უნდა წაიშალოს ან გახდეს ანონიმური; 3 - უსაფრთხოება: თითოეულმა სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს დამუშავებული პერსონალური მონაცემების მთლიანობა, ხელმისაწვდომობა და კონფიდენციალურობა. კერძოდ, მან უნდა უზრუნველყოს, რომ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს ჰქონდეთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე; 4 - საკონტაქტო პირის დანიშვნა: თითოეულმა სუბიექტმა უნდა დანიშნოს საკონტაქტო პირი პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევისთვის, იქნება ეს დაინტერესებული პირებისგან თუ ჯგუფის სხვა სუბიექტებისგან.
1 European Economic Area.
24
25
Made with FlippingBook - professional solution for displaying marketing and sales documents online