Code de conduite Georgian 2023

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲙᲝᲓᲔᲥᲡᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ

ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ

Groupe ADP-ი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობებს, რომლებსაც ინარჩუნებს თავის მრავალრიცხოვან პარტნიორთან. ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სახელშეკრულებო ვალდებულებებსა და კარგი რეპუტაციის წესებს. ამიტომ Group-ის პარტნიორებს სთხოვენ განახორციელონ შესაბამისი პოლიტიკის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს თაღლითობასთან ბრძოლას (იხ. თავი სათაურით "თაღლითობასთან ბრძოლა"). ამ კონტექსტში, ბიზნეს პარტნიორს შეიძლება ეთხოვოს ინფორმაცია ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით და შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მისი დარღვევის შემთხვევაში გამოსასწორებელი ზომების მიღების შესახებ (აუდიტი, ხელშეკრულების შეწყვეტა და ა.შ.). ამ კოდის ნებისმიერი დარღვევის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს გაფრთხილების სისტემის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი თანამშრომლებისთვის და სერვისის პროვაიდერებისთვის ვებგვერდზე: https://alert.groupeadp.fr.

Groupe ADP-ის ჯგუფს შიგნით მიმდინარე ყოველდღიური ოპერაციები კომპანიის სპეციფიკასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი მონაცემების, საქმიანობათა, სტატისტიკისა და კვლევების გაზიარებასა და დამუშავებას მოითხოვს. ინფორმაციის ეს სოლიდური მოცულობა ძვირფას აქტივს წარმოადგენს. მონაცემთა გაჟონვა, არასწორი დამუშავება თუ სერიოზული დაზიანება კომპანიისათვის რისკების წარმოქმნას ნიშნავს. ჩვენი მონაცემთა აქტივები დაცული უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კომპანიის სამომავლო ზრდა და კონკურენტუნარიანობა. ჯგუფის სენსიტიური და კონფიდენციალური მონაცემების დაცვა და მართვა, მიუხედავად ამ მონაცემთა ტიპის, ფორმისა და ლოკაციისა, სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამ მიზნით Groupe ADP-მ შეიმუშავა „ჯგუფის მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“, რომლის ყოველდღიური და სისტემატიური განხორციელება ყველა თანამშრომლის მოვალეობაა, ისევე როგორც ამ პოლიტიკის დაცვაში აქტიური ჩართულობა.

დადებითი ინფორმაციის უსაფრთხოება საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ციფრული ეკოსისტემა, რათა დავიცვათ ჯგუფი და მისი ყველა დაინტერესებული მხარე, ისევე როგორც მისი იმიჯი და რეპუტაცია. ამ კონტექსტში, პერსონალურ მონაცემემთა დაცვა ასახავს ვალდებულებას, შევთავაზოთ ჩვენს დაინტერესებულ მხარეებს უსაფრთხო სერვისები, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარ უფლებებს მათივე მონაცემების მიმართ (კონფიდენციალურობა, პირადი ცხოვრების დაცულობა). პერსონალურ მონაცემეთა გამჭვირვალობა, ხარისხი, ერთიანობა და უსაფრთხოება პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ ნდობის საკითხია.

საუკეთესო პრაქტიკა  დარწმუნდით, რომ მესამე მხარის მუშაობის რეჟიმის შესაბამისად.  უზრუნველყავით Group-ის მიერ განსაზღვრული მდგომარეობის გამოსასწორებელი ქმედებების შეფასება განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმებამდე მოქმედი პროცედურისა და სწორად გამოყენება (კითხვარი, შიდა ეთიკისა და შესაბამისობის პოლიტიკა, სახელშეკრულებო დებულებები და ა.შ.).  ხელშეკრულების დადებამდე დაუკავშირდით იურიდიულ განყოფილებას, კერძოდ, ეთიკისა და შესაბამისობის დებულებებზე შეთანხმების მიზნით.  გაუგზავნეთ Groupe ADP-ის ქცევის კოდექსი ბიზნეს პარტნიორს მოლაპარაკებების დასაწყისშივე.

გაითვალისწინეთ!

 ამ კოდექსის ან ხელშეკრულების დარღვევისშესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ მენეჯერს ან Group-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს, სითუაციის მოგვარების მიზნით (დამატებითი ინფორმაცია ან კითხვარი, აუდიტი, ხელშეკრულების დარღვევა და ა.შ.). მკაცრად აკრძალულია  ხელშეკრულების გაფორმება მესამე მხარის წინასწარი შეფასების ან იურიდიული დეპარტამენტთან და ეთიკის ოფიცერთან კონსულტაციის გარეშე.  ეთიკის ოფიცრის რეკომენდაციების უგულებელყოფა

* მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ უსაფრთხოებასა და რისკების მართვის განყოფილებას.

22

23

Made with FlippingBook - professional solution for displaying marketing and sales documents online