Code de conduite Georgian 2023

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

შიდა გარიგებები შიდა გარიგებები წარმოადგენს ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებულ დანაშაულს. მას ადგილი აქვს ამა თუ იმ პირის მიერ საბირჟო ბაზარზე ოპერაციის (ყიდვა-გაყიდვის) შესრულებისას ისეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც არ გასაჯაროვებულა. საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 100 მილიონ ევრომდე ჯარიმით. არასამართლიანი ან არასათანადო უპირატესობის მინიჭება აღნიშნული გულისხმობს ნებისმიერი სახის უპირატესობას ან სარგებელს (ფული, მომსახურება, საჩუქრები, მასპინძლობა და სხვ.), რომელსაც ლეგიტიმურ ურთიერთობაში შესაბამისი ეკვივალენტი არ გააჩნია. მაგ., ისეთი გადახდების შესრულება, რომლებიც არ შეესაბამება საჭირო საქონლისა თუ მომსახურებისთვის შესასრულებელ გადახდებს. ლობირება არასამთავრობო ორგანიზაციის „ტრანსპერენსი ინთერნეშენალ“ (Transparency International) მიხედვით (კოალიცია, რომლის წევრიც არის Groupe ADP 2008 წლიდან), ლობირება არის „ნებისმიერი წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაცია დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენლსა და სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიმღებ პირს შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით“. კომპანიის ქონების ბოროტად გამოყენება კომპანიის ქონების ბოროტად გამოყენება წარმოადგენს ისეთ დანაშაულს, რომელიც შეიძლება ჩადენილ იქნას კომპანიის მენეჯერების მიერ, რომლებიც

არაკეთილსინდისიერად იყენებენ კომპანიის ქონებას ან ნდობას პირადი მოგების მიზნით ან სხვა კომპანიისა თუ ერთეულის სასარგებლოდ, რომლითაც კომპანია პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით არის დაინტერესებული და ამასთანავე იციან, რ ო მ აღნიშნული კომპანიის ინტერესებს ეწინააღმდეგება. საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით 375,000 ევროს ოდენობით. სახელმწიფო ქონების ან სახსრების მითვისება სახელმწიფო სახსრების მითვისება არის საჯარო ფულის ან ქონების უკანონო გამოყენება საზოგადოებრივი სიკეთის გარდა სხვა მიზნებისთვის. ის ფაქტი, რომ აგენტი ანადგურებს, გაფლანგავს ან ეუფლება საჯარო სახსრებს ან ქონებას, რომელიც მას გადაეცა თავისი მოვალეობის ან მისიის შესრულების ნიზნით. ფიზიკური პირის მიერ ჩადენილი ეს დანაშაული ისჯება 10 წლით თავისუფლების აღკვეთით და ჯარიმით 1 000 000 ევროს ოდენობით, რომელიც შეიძლება გაიზარდოს სამართალდარღვევით მიღებული შემოსავლის ორმაგ ოდენობამდე. როდესაც ეს ეხება ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს, ჯარიმა შეადგენს 2 000 000 ევროს, რაც შეიძლება გაიზარდოს სამართალდარღვევით მიღებული შემოსავლის ორჯერ ოდენობამდე. იურიდიული პირისთვის ჯარიმა შეადგენს 5 000 000 ევროს, რომელიც შეიძლება გაიზარდოს სამართალდარღვევით მიღებული შემოსავლის ორმაგ ოდენობამდე. ფულის გათეთრება ფულის გათეთრება არის უკანონო მოგებების „გასუფთავება“ (ნარკოტიკების გადაზიდვა, ქურდობა, თაღლითობა და ა.შ.) მათი ლეგალური საქმიანობით შენიღბვის გზით (ქონება, რესტორნები და სხვ.). საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 5 წლით

თავისუფლების აღკვეთითით და ჯარიმით 375,000 ევროს ოდენობით, ხოლო ზოგიერთ სერიოზულ შემთხვევაში 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით 750,000 ევროს ოდენობით. ობსტრუქციონისტის მანევრები ობსტრუქციონიზმი ნიშნავს გამოძიებაში რაიმე მტკიცებულების განზრახ განადგურებას, გაყალბებას, შეცვლას ან დამალვას, ან გამომძიებლებისთვის ყალბი განცხადებების მიცემას გამოძიებაში არსებითი ჩარევის მიზნით. წილის უკანონოდ მიღება წილის უკანონოდ მიღებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც საჯარო უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც პასუხისმგებელია საჯარო სამსახურის მისიაზე, ან მინიჭებული აქვს საჯაროდ არჩეული უფლებამოსილებები, პირდაპირ ან ირიბად იღებს, ეუფლება ან ინარჩუნებს რაიმე სახის წილს კომპანიაში ან კონცერნში, იმ დროს, როდესაც ნაწილობრივ ან სრულად არის პასუხისმგებელი აღნიშნული კომპანიის ან კონცერნის მონიტორინგზე, მართვაზე, ლიკვიდაციაზე ან ანგარიშსწორებაზე. საფრანგეთში ეს დანაშაული, ჩადენილი ფიზიკური პირის მიერ, ისჯება 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და ჯარიმით 500 000 ევროს ოდენობით, ან ზოგ შემთხვევაში დანაშაულისგან მიღებული მოგების გაორმაგებული ოდენობით. იურიდიული პირისთვის ჯარიმა შეადგენს 2 500 000 ევროს, რომელიც ასევე შეიძლება გაიზარდოს სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალის გაორმაგებული ოდენობით. იდენტობის ან ფუნქციის უზურპაცია ნებისმიერი ხასიათის ერთი ან რამდენიმე მონაცემის გამოიყენების ფაქტი მესამე პირის ვინაობის უზურპაციის, მისი იდენტიფიცირების, მისი ან სხვათა

სიმშვიდის დარღვევის მიზნით. ფუნქციის უზურპაცია არის საჯარო ფუნქციის განხორციელებაში შესაბამისი უფლების გარეშე მოქმედი ნებისმიერი პირის ჩარევის ფაქტი აღნიშნული ფუნქციის მფლობელისთვის მინიჭებული ერთ-ერთი ქმედების განხორციელებით. აქციონერები აქციონერი არის პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს კომპანიის მიერ საკუთარი მიზნების მიღწევაზე ან რომელზეც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ მიღწევამ. აქციონერებს შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეთ კომპანიასთან. აქციონერები შეიძლება იყვნენ შიდა (მენეჯერები, თანამშრომლები, დირექტორები და ა.შ.) და გარე (მეწილეები, პარტნიორები, მომხმარებლები, მიმწოდებლები, კონკურენტები და ა.შ.). ტენდერის მონაწილე ტენდერის მონაწილე არის ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც წარადგენს განაცხადს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების გაფორმების პროცედურის ფარგლებში. ინფორმატორი ინფორმატორი - ეს არის ფიზიკური პირი, რომელიც ობიექტურად და კეთილსინდისიერად ახდენს საკუთარი მოწმეობით გაგებული დანაშაულის, კანონისა და რეგულაციების აშკარა და უხეში დარღვევის ანდა მუქარისა თუ სერიოზული საფრთხის ფაქტის მხილებას ან შეტყობინებას ადგილობრივი წრეებისა თუ საზოგადოებისათვის. ინფორმატორი კანონით არის დაცული მის წინააღმდეგ გატარებული ყველანაირი ზომებისაგან (მაგ., მისი დამქირავებლის მხრიდან) ისევე როგორც ყველანაირი სისხლის სამართლის დევნისაგან).

44

45

Made with FlippingBook - professional solution for displaying marketing and sales documents online