Code de conduite Georgian 2023
მოქცევის კოდექსი GROUPE ADP
მოქცევის კოდექსი GROUPE ADP
PÉRIMÈTRE GROUPE ADP
V2 – 07/2023
V2 – 07/2023
მაგალითად :
მაგალითად :
ᲙᲐᲜᲝᲜᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲔᲒᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ
ცოტა ხნის წინ დამაწინაურეს. ჩემი ახალი სამუშაო ეხება აეროპორტის საქმიანობის მენეჯმენტს, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების ხელმისაწვდომობას და ჩემმა გუნდმა უბრალოდ მაცნობა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ კონკრეტული რეგულაცია, რომელსაც არ ვიცნობ.
მე გახლავართ ტერმინალის უშიშროების მენეჯერი. საჯარო თანამდებობის პირმა მთხოვა, ჩემი პროცედურები გავწერო ისე, რომ სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლების გატარება უსაფრთხოების საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოხდეს მხოლოდ მათ უნიფორმაზე დაყრდნობით, ბეჯის წარმოდგენის ვალდებულების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური ინსტრუქცია მოქმედ რეგულაციებში ვერსად მოვიძიე, მაინც დავეთანხმე
ეთიკა მჭირდო კავშირშია კანონებისა და რეგულაციების დაცვასთან. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულებისას თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება კანონებისა და რეგულაციების, ისევე როგორც ხელშეკრულებით გაწერილი საკუთარი მოვალეობების ზედმიწევნით შესრულება.
როგორ უნდა მოვიქცე?
მოთხოვნას, რადგან ეს მოდიოდა მთავრობის დეპარტამენტისგან.
სიტუაცია უნდა განიხილოთ თქვენს მენეჯერთან და სთხოვოთ იურიდიულ განყოფილებას მოგაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.
არის თუ არა სწორი ჩემი გადაწყვეტილება?
საუკეთესო პრაქტიკა განიხილეთ თქვენს მენეჯერთან რა იურიდიული ცოდნა გჭირდებათ თქვენს პოზიციაზე. თუ თქვენი პოზიცია ამას მოითხოვს, გაეცანით მინიმუმ შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების საფუძვლებს. გამოიყენეთ თქვენი კომპანიის სამართლებრივი მონიტორინგის ინსტრუმენტი*, თუ ეს შესაძლებელია, ან / და მიიღეთ ინფორმაცია იურიდიული განყოფილებისგან. შეასრულეთ შესაბამისი მითითებები.** თუ ეჭვი გეპარებათ დოკუმენტის კანონიერებაში, დაიცავით შემდეგი პროცედურები: განიხილეთ საკითხი თქვენს მენეჯერთან და თქვენს განყოფილებაში მომუშავე კოლეგებთან. საკითხიდან გამომდინარე დაუკავშირდით იურიდიულ განყოფილებას, Group-ის ეთიკისა და შესაბამისობის განყოფილების ოფიცერს, და/ან თქვენი ადამიანური რესურსების სამსახურის მენეჯერს. გაითვალისწინეთ!
თუ ამ ტიპის გამონაკლისი არ არის გათვალისწინებული კანონით, სახელმწიფო მოხელეს უფლება არა აქვს მოითხოვოს იგი. ოფიციალური პირის მოთხოვნის შესრულებით დაარღვევთ კანონს და საფრთხეს შეუქმნით კომპანიას. თქვენ უნდა დაუკავშირდეთ იურიდიულ საკითხთა განყოფილებას, რომელიც გაცნობებთ თუ არსებობს მსგავსი კანონი და დაგეხმარებათ საჯარო მოხელისთვის პასუხის მომზადებაში.
ფოკუსი: საერთაშორისო სანქციები
დადებითი რეგულაციებთან შესაბამისობა იძლევა რისკების ეფექტური მართვის საშუალებას და იცავს თანამშრომლებს ეტიკური პრინციპების ნებისმიერი ფორმის დარღვევისგან. უკიდურესად აუცილებელია შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიიორების ნდობა ჩვენს საქმიან ურთიერთობებში, რომლებიც დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე.
საერთაშორისო სანქციები (ან ემბარგო) შეიძლება დაუწესდეს გარკვეულ ქვეყნებს, ინდივიდებს ან სექტორებს. შესაბამისად, ჯგუფის ყველა თანამშრომელი ვალდებულია გამოიყენოს ჯგუფის საერთაშორისო სანქციების პროცედურა. საერთაშორისო სანქციების რეგულაციების ნებისმიერმა შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სისხლის სამართლის ჯარიმები თანამშრომლისთვის და ჯგუფისთვის. ამიტომ აუცილებელია დაუკავშირდეთ იურიდიულ დეპარტამენტს და ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს ნებისმიერი პროექტის დაწყებამდე ან კხელშეკრულების დადებამდე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
მკაცრად აკრძალულია ნებისმიერი იურიდიული რისკის
შემცველი გადაწყვეტილების მიღება, თქვენს მენეჯერთან ან იურიდიულ განყოფილებასთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. ვალდებულების აღება ან კომპანიის რაიმე ვალდებულებისადმი დაქვემდებარება, როდესაც არსებობს ეჭვი კომპანიის ან მისი პარტნიორების მიერ კანონებისა და წესების დაცვასთან დაკავშირებით.
8
9
Made with FlippingBook - professional solution for displaying marketing and sales documents online