Code de conduite Georgian 2023

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

მოქცევის კოდექსი GROUPE ADP

PÉRIMÈTRE GROUPE ADP

V2 – 07/2023

V2 – 07/2023

ეთიკა & შესაბამისობა: რისკები ეთიკა და შესაბამისობა საყოველთაო მოთხოვნაა დღევანდელ ბიზნეს საქმიანობაში. ანალოგიურად, ეთიკისა და შესაბამისობის დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ბაზრებიდან (მსოფლიო ბანკი და ა.შ.) ჩვენი გარიცხვა ანდა დაწესებულ იქნეს აკრძალვები გარკვეული ბანკებიდან სესხის აღებაზე ჩვენი ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ყველა ჩვენი პარტნიორი დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენს მიდგომას ეთიკისა და შესაბამისობის მიმართ. პასუხისმგებლობისა და სტუმართმოყვარეობის ღირებულებები ჯგუფის წარმატების ფაქტორებია. თითოეული თანამშრომელი არის ამ პროცესის აქტიური მონაწილე და ასრულებს ჩვენი ეთიკის კულტურის ელჩის როლს საკუთარ დონეზე და საკუთარი მისიის ფარგლეფში. თითოეული თანამშრომლის ეს პასუხისმგებლობა ჯგუფის სიძლიერეა: ეს არის ძლიერიმარკერი, რომელიც აძლიერებს მის პერფორმანსს. ამიტომ

ამ კოდექსის წესები უნდა გამოიყენოს თითოეულმა თანამშრომელმა და ნებისმიერმა პირმა, რომელიც მოქმედებს კომპანიის ინტერესებით ან მისი სახელით (ქვეკონტრაქტორები და ა.შ.). სტუმართმოყვარეობა ასევე ეთიკური კულტურის მთავარი საკითხია. ეს ღირებულება პირველ რიგში გუნდებში უნდა იყოს განხორციელებული და შემდეგ აღქმული ჩვენი მგზავრების მიერ ჩვენს პლატფორმებზე. ჩვენი ეთიკისა და შესაბამისობის მექანიზმის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ Groupe ADP ის ყველა თანამშრომელი, არამედ თვით კომპანია. ეთიკის ზოგიერთმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯარიმების დაწესება კომპანიისთვის და მისი თანამშრომლებისთვისაც. ჩვენი ეთიკისა და შესაბამისობის მექანიზმის მიზანია დავიცვათ არა მხოლოდ კომპანია, არამედ Groupe ADP– ის ყველა თანამშრომელი.

კორუფციის გამო სანქციების მაგალითი

• AIRBUS CONDEMNATION: $2,9 მილიარდი 2020 წელს

ქცევის კოდექსი: დასაბუთება და გამოყენება Groupe ADP-ს უაღრესად მომთხოვნ გარემოში უწევს ოპერირება, ამიტომ, სულ მცირე შეცდომაც კი შესაძლოა კომპანიას ძალიან ძვირი დაუჯდეს (მაგალითად, ჯარიმები, დაპატიმრება, ბიზნეს სანქციები, რეპუტაციის შებღალვა და ა.შ.). ამიტომ Groupe ADP-მ გადაწყვიტა მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ქცევის წესები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოიცავს ყველა შესაძლო შემთხვევას, ემსახურება კომპანიისა და მისი თანამშრომლების დაცვას. ეს ქცევის კოდექსი ვრცელდება ყველა Groupe ADP- ის თანამშრომელზე. კოდექსის მიზანია ყურადღების გამახვილება ეთიკის ძირითად საკითხებზე კონკრეტული მაგალითების მოყვანით, რაც ჩვენს თანამშრომლებს დაეხმარებათ გაითავისონ ეს პრინციპები და გამოიყენონ ისინი საკუთარ ყოველდღიურ საქმიანობაში.

ეთიკისა & შესაბამისობის პროგრამა: განვითარება და სწორი კურსით სიარული ეთიკის, მონაცემთა დაცვის, იურიდიული საკითხებისა და დაზღვევის განყოფილებები ჯგუფის დონეზე ერთად მუშაობენ პროგრამის მართვისას. ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას პროგრამის დანერგვის ეტაპზეც ჩვენი შვილობილი კომპანიების ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერი პირების მხარდაჭერითა და იმ საიმედო თანამშრომლებთან კოლაბორაციით, რომლებიც ურთიერთგადამკვეთი კულტურების წარმომადგენლები არიან. ვის მიმართოთ კითხვების არსებობის შემთხვევაში და სენსიტიურ სიტუაციებში მნიშვნელოვანია გაგვიზიაროთ შეშფოთება კონკრეტული კითხვების გაჩენის ან სენსიტიურ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში! მიმართოთ კონკრეტულ პირებს და განიხილოთ ეს საკითხები, რადგანაც მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი რისკების აღმოჩენა, რაც დაგვეხმარება თქვენს მენეჯერთან ერთად სათანადო გამოსავლის მოძებნაში (იხ. გვერდები 36). ჩვენ აგრეთვე ჩამოვაყალიბეთ „განგაშის“ სისტემა **, რომელსაც გაეცნობით „განგაშის სისტემის“ პლატფორმაზე.

კონტროლის ფარგლებში,განურჩევლად მისი ხასიათისა და სახეობისა (შიდა კონტროლი, აუდიტი, შიდა გამოძიება, ხელისუფლების მიერ კონტროლი...), თითოეული ჩართული თანამშრომელი მზად უნდა იყოს თანამშრომლობისთვის და აქტიურად უნდა ითანამშრომლოს.

** https://alert.groupeadp.fr

4

5

Made with FlippingBook - professional solution for displaying marketing and sales documents online